მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-სა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ www.izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსის - „ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ გამარჯვებულები და რჩეულები გამოვლინდნენ.
Facebook-ზე მოწონებების მიხედვით, პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: III4 კლასის დამრიგებლის, ეკატერინე მაისურაძის ფოტომ 4 ათასი მოწონება მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.
თბილისის 71-ე საჯარო სკოლის III4 კლასი დირექტორთან და განსაკუთრებულად მზრუნველ დამრიგებელთან ერთად www.izrune.ge-ს აფასებს და საკუთარ შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებს.
ეკატერინე მაისურაძე, III4 კლასის დამრიგებელი:
„ჩემთვის მოულოდნელი იყო, როდესაც გამარჯვებულად დამასახელეს. ძალიან დიდი ემოცია და შთაბეჭდილებები მაქვს. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ შესანიშნავი კონკურსის ავტორებს. მადლობა იმისთვის, რომ აფასებთ დამრიგებლის უდიდეს ღვაწლსა და როლს მოსწავლეების განათლება-აღზრდის პროცესში. ჩემი მოსწავლეების მშობლებმა გადმომცეს არაჩვეულებრივი საჩუქარი და ძალიან გამახარეს. ჩემი კლასის უმრავლესობა ჩართულია www.izrune.ge-ს პროგრამაში. ძალიან მოსწონთ ტესტები და ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“. კლასში ყოველთვის განვიხილავთ რას გასცეს პასუხი და რას ვერა. მშობლების ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია www.izrune.ge კი მათთან თანამშრომლობაში გვეხმარება“.
მასალის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც