მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ანა თავხელიძე 2016-2018 წლებში სწავლობდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სისხლის სამართლის მიმართულებით. 2018 წლის 17 ივლისს გაიმართა მისი სამაგისტრო ნაშრომის – „აუცილებელი მოგერიების გენდერული ანალიზი ქართულ სისხლის სამართალში“ საჯარო დაცვა. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნულ დაცვაზე კომისიის წევრების მხრიდან გამოვლინდა გენდერულად მიკერძოებული მიდგომა, რაც გამოიხატებოდა დისკრიმინაციულ გამონათქვამებში კომისიის წევრების მხრიდან. მოსარჩელის აზრით, კომისიის წევრებმა მსჯელობისას გაამყარეს დამაზიანებელი და შეურაცხმყოფელი გენდერული სტერეოტიპები, მაგალითად, გაუპატიურების საკითხის განხილვისას მათი პოზიციები შეიცავდა მსხვერპლი ქალის დადანაშაულებისა და პასუხისმგებლობის აპრიორი ქალზე დაკისრების მცდელობას.
ანა თავხელიძის შეხედულებები და ნაშრომში არსებული მსჯელობა განსხვავდებოდა კომისიის წევრების შეხედულებისგან. მოსარჩელის პოზიციით, კომისიის წევრებმა მისი შეხედულებები ავტომატურად მიიჩნიეს სამართლებრივად არასწორად, ვინაიდან განსხვავდებოდა მათი შეხედულებებისგან. კომისიის წევრების მხრიდან არგუმენტად სექსისტური მოსაზრებები იყო მოხმობილი. ნაშრომის დაცვა მიმდინარეობდა არაჯანსაღ, მტრულ გარემოში, რის გამოც სტუდენტს არ მიეცა პრეზენტაციის სრულყოფილად ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ასევე გამოყენებულ იქნა დისკრიმინაციული და არაეთიკური ფრაზები: „სამართლებრივი სიბეცე”, „ევროპიდან წამოღებული სისულელე” და სხვა. საბოლოოდ, მათი დამოკიდებულება დამაზიანებლად აისახა სტუდენტის შეფასებაზე.
სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდგომ, შეფასების გამოქვეყნებამდე, მოსარჩელემ მიმართა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტს და შეატყობინა მომხდარის შესახებ, თუმცა, უნივერსიტეტს დღემდე არ მოუხდენია სათანადო რეაგირება.
შესაბამისად, 21 ნოემბერს, ანა თავხელიძემ, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სამაგისტრო ნაშრომის შეფასების გაუქმებასთან ერთად, დამოუკიდებელი კომისიის წინაშე სამაგისტრო ნაშრომის ხელახლა დაცვა მოითხოვა“, - ნათქვამია PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც