სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე პოეტების ბიოგრაფიასა და ლექსებს გაეცნენ
18-12-2018
დაკოპირებულია
-
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის საჯარო სკოლის X კლასში კლასის საათი „თანამედროვე პოეზია“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თანამედროვე ქართველ პოეტებზე და მათ შემოქმედებაზე და წარმოადგინეს პრეზენტაცია. მათ ასევე წაიკითხეს თანამედროვე ავტორების ლექსები.
კლასის საათის მიზანი იყო:
მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის გაღრმავება თანამედროვე ქართველ პოეტებზე; შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება; ისტ-ის გამოყენების დადებითი მხარეების გააზრება ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.
კლასის საათს დამრიგებელი მანანა კუმელაშვილი ხელმძღვანელობდა.