სიახლეები
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სსსმ მოსწავლეებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ
18-12-2018
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლა (მასწავლებელი: სოფო მაისურაძე) ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ქვეპროგრამაში „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“.     

პროექტის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ახალციხის N5 საჯარო სკოლის თანატოლებთან ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხარისხის ამაღლება.

პროექტში ახალციხის N5 და ახალციხის N7  საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ.

სკოლებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე, მოსწავლეები ორივე სკოლიდან შეირჩა. აქედან,  ახალციხის N5 საჯარო სკოლიდან მოხალისეობრივი პრინციპით შეირჩა 10 მოსწავლე. მოსწავლეები მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში სწავლობენ. ახალციხის N7 საჯარო სკოლიდან შერჩეულია 10 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სხვადასხვა კლასებიდან (პირველი კლასიდან მეცხრე კლასის ჩათვლით), რომელთაც სასკოლო ღონისძიებებში და სპექტაკლებში მონაწილეობის  შესაძლებლობა და გამოცდილება აქვთ. მოსწავლეების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა მათი ინტერესები. შერჩეული მოსწავლეები ერთდროულად მუშაობენ, როგორც ხელგარჯილობის, ასევე თეატრის კლუბში.   

2018 წლის 8 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა და პროექტში ჩართული პედაგოგები სიგელებით დააჯილდოვა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ახალციხის N5 სკოლის X კლასის მოსწავლემ გვანცა ხუციშვილმა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება