მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აბიტურიენტებთან დაკავშირებით „ძალიან საინტერესო ინიციატივა“ დააანონსა.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, სადაც საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლების სექტორი ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს. მისი განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში შევიდეს, საჭიროა, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში სულ მცირე 10-11% ჰქონდეს.
„კითხვის მეორე ნაწილიდან დავიწყებ, აბიტურიენტებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ინიციატივა გვექნება. რაც შეეხება ზოგადად განათლების რეფორმას, ეს არის ძალიან მრავალწახნაგოვანი რეფორმა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ჩართვის გაკეთებას ვაპირებ, ვინაიდან, ძალიან ვრცელ თემაა. მოკლედ რომ გითხრათ, განათლების რეფორმაში მთავარი ფილოსოფია არის ის, რომ განათლების სექტორი ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი გახდეს.
იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში შევიდეს, საჭიროა, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში მინიმუმ 10-11% ჰქონდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაახლოებით სამჯერ უნდა გავზარდოთ ეს სექტორი.
ეს ძალიან კომპლექსური და ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ამოცანაა. მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ ამ რეფორმის რეალიზაციის რამდენიმე ეტაპი გვექნება. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, საქართველოში განათლების სექტორს სტაბილურად ჰქონდეს ჩვენი ეკონომიკის არანაკლებ 10-11%-ისა. ეს საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შეიქმნას ის ადამიანური კაპიტალი, ის ცოდნა, პირობები, რომ ადამიანები რჩებოდნენ საქართველოში და თავიანთ ნიჭს და ტალანტს ახმარდნენ საკუთარი სამშობლოს განვითარებას. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში.
ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ვფიქრობთ, სიღარიბეს დავძლევთ იმ ეკონომიკური პროგრამით, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ აქვე იმასაც ვამბობ, რომ ვერასოდეს შევიყვანთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ განათლების სექტორს არ ექნა დომინანტი პოზიცია და ამ შემთხვევაში მთლიანი ეკონომიკის 10-11%“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც