TOP ნიუსი
სიახლეები
ეტალონი

მარინე რატიანი - მასწავლებელი, რომელიც 11 წლის წინ ''ეტალონის'' პირველი გადაცემის ჩაწერას დღესაც იხსენებს
06-02-2017
-
+


მარინე რატიანი ხაშურის N1 სკოლის მასწავლებელია. ის 11 წლის წინ გადაცემა ,,ეტალონის“ პირველ ჩაწერას ესწრებოდა, თავის მოსწავლეს, დიმიტრი კურტანიძეს გულშემატკივრობდა. მარინე რატიანი Etaloni.ge-ს მკითხველს მაშინდელ ემოციებსა და მღელვარებას უზიარებს:

"მივესალმები ყველას, ვისაც გადაცემა "ეტალონი" უყვარს. განსაკუთრებით მათ, ვისაც პატივი ჰქონდა წლების განმავლობაში აქტიურად ჩაბმულიყო ამ გადაცემის მომზადებასა და მონაწილეობაში. ბატონი გოჩა პროექტ "ეტალონით" უდიდეს, საშვილიშვილო საქმეს აკეთებს -ზრუნავს მოსწავლეთა ინტელექტსა და განათლებაზე. პროექტი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თერთმეტი წელი წარმატებულად იღწვის და ამ ხნის განმავლობაში პროექტის ავტორიტეტი და ღირსება უფრო იზრდება. 

სასიამოვნო იყო "ეტალონის" სტუმრობა ხაშურის პირველ სკოლაში, რამაც გამახსენა ჩვენი პირველი შეხვედრა ტელევიზიაში. ჩემს თავს ერთ-ერთ პირველ ''ეტალონელად'' მივიჩნევ, მახსოვს ის მღელვარება და სიხარული, როდესაც მე და ჩემი მოსწავლე, დიმიტრი კურტანიძე და მისი მშობელი ია შეყილაძე, ვისხედით ტელევიზიის ჩამწერ სტუდიაში და მოუთმენლად ველოდით გადაცემა "ეტალონის" დაწყებას. იმ დღეს ბატონ გოჩას პირველად მიჰყავდა საკუთარი პროექტი. მან დაწყებისთანავე შეძლო დარბაზის დაპყრობა, როგორც ორატორმა. ამ დღეს ყოველთვის დიდი სიხარულით ვიგონებთ და ჩვენს ახლობლებს ვუჩვენებ პროექტში მიღებულ ბიბლიასა და მონაწილის დიპლომს.’’ 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება