„ახალი წელი ჩვენს კლასში“ - საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდი etaloni.ge საახალწლო კონკურსს აცხადებს
19-12-2018
დაკოპირებულია
-
+
საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდი etaloni.ge საახალწლო კონკურსს აცხადებს. წარმოაჩინეთ საახალწლოდ ჯადოსნურად მორთული თქვენი კლასი და etaloni.ge-ს საშუალებით გააცანით ის მთელ საქართველოს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოგვაწოდოთ შესაბამისი ფოტო ელ. ფოსტაზე: info@etaloni.ge ან etaloni.ge-ს Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების საშუალებით.
გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, მათ შორის Facebook -ზე მოწონებების მიხედვით და „ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის რჩეული.
გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან. საკონკურსო ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 20 დეკემბრიდან. გამარჯვებულები 15 იანვარს გამოვლინდებიან.
☞ გაეცანით კონკურსის პირობებს:
საკონკურსო ფოტოს გამოგზავნა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს; კლასის სახელით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ერთი ფოტო განთავსდება; მიღებული ფოტოები განთავსდება და კონკურსში მონაწილედ განიხილება მხოლოდ კლასის და სკოლის სახელით; ფოტოზე ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოს გამომგზავნს;
შენიშვნა: კონკურსის დასრულების შემდეგ, etaloni.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფი არაბუნებრივი გზით მიღებულ ლაიქებს გააბათილებს. წარმატებებს გისურვებთ!