სიახლეები
სიახლეები

ჩვენი ამოცანაა მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკური აქტივობა
08-02-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დიდი ყურადღება დაეთმობა სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო გაზაფხულიდან ფიზკულტურის ყველა მასწავლებელს გადაამზადებს.

გადამზადების პროცესში სამინისტროს სპორტული ფედერაციები დაეხმარებიან. ამ ეტაპისთვის ოთხ სპორტულ ფედერაციასთან თანამშრომლობენ - ფეხბურთის, ხელბურთის, ფრენბურთისა და რაგბის ფედერაციებთან.


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სხვადასხვა კვლევით, მოსწავლეთა 2%-დან 7%-მდეა ჩართული რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში:

,,სხვადასხვა კვლევით, მოსწავლეთა 2%-დან 7%-მდეა ჩართული რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში. ეს არის ტრაგედია. ამ კუთხით სკოლებს უნდა დავაძალოთ, რომ შემდეგ სკოლამ დააძალოს მოსწავლეებს. დირექტორებთან ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყეთ. აქამდე, რეგულარული მითითება, რომ ბავშვების ჯანმრთელობისთვის მიექციათ ყურადღება,სამწუხაროდ, არ მოქმედებდა. დირექტორებს ვეუბნებით, რომ შეფასებაში გავითვალისწინებთ არამხოლოდ იმას, ტარდება თუ არა ფიზკულტურის გაკვეთილი, არამედ ჩართულია თუ არა მასში ყველა ბავშვი. ჩვენი ამოცანაა მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკური აქტივობა. ჯეირანი ვინც არის, ის ჯეირანია და ვინც არ არის ჯეირანი, მას რაღაც უნდა მოვუხერხოთ.’’

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, დირექტორები ხშირ შემთხვევაში ფიზკულტურის გაკვეთილის ჩაუტარებლობის მიზეზად ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებენ:

"ამ მხრივ მართლაც არის პრობლემები. 830 მილიონი ლარი გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაც აქვს დარბაზი და გასარემონტებელია, გავურემონტოთ და ვისაც არ აქვს - ავუშენოთ. მე რომ ვთქვა, დაველოდოთ იმ ბედნიერ დროს, დარბაზები რომ გვექნება, ეს 7%-იანი სტატისტიკა გაგვყვება ბოლომდე."

მინისტრმა განმარტა, რომ ეს პრობლემა არ იძლევა ჯანსაღი ცხოვრების წესზე უარის თქმის საფუძველს. 

მისი თქმით, სკოლებში სპორტული აქტივობების კოორდინატორი მანდატურის სამსახური იქნება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება