| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის IIIბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ფიქრია ბასილაძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჩემი ოცნების ქალაქი“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პროექტი თემატური ციკლის - „აშენე და ამშვენე“ დასრულების შემდეგ ჩაატარეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ჯგუფურად მაკეტები დაამზადეს და წარმოადგინეს თუ როგორი უნდათ იყოს მათი მშობლიური ქალაქი.
„მათი სურვილია, ქალაქი, სადაც ცხოვრობენ, იყოს გალამაზებული, დამშვენებული მრავალსართულიანი სახლებით, განათებული და რაც მთავარია ქალაქში იყოს ბავშვთა გასართობი პარკები და ცენტრები. აქვე დადეს პირობა, რომ კარგი სწავლით მშობლიურ ქალაქს თავიანთი ოცნების ქალაქად აქცევენ. მე კი, სხვა რა დამრჩენია, გარდა იმისა, ვუსურვო ჩემ პატარებს თავიანთი სურვილებისა და ოცნების ასრულება. მინდა ყველამ ერთად ვიხილოთ მათი ოცნების ქალაქი და ამ ქალაქში ვიცხოვროთ ერთად, ტკბილად, მეგობრულად და სიყვარულით გავუთბოთ ერთმანეთს გულები“,-ამბობს კლასის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს