ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგმა შიდა შეფასების გაკვეთილზე მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა და აქტივობები გამოიყენა
20-12-2018
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-3 კლასში მათემატიკაში შიდა შეფასების გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი გიული გაბიტაძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო - „რიცხვების შედარება“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებმა შეძლონ სამნიშნა რიცხვების შედარება, დაალაგონ რიცხვები ზრდადობითა და კლებადობით.
„მასწავლებელმა გაკვეთილზე გამოიყენა მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა და სხვადასხვა აქტივობებით მიაღწია დასახულ მიზანს. მოსწავლეებმა მსჯელობის საფუძველზე შეძლეს სამნიშნა რიცხვების შედარება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
გაკვეთილს შიდა შეფასების ჯგუფი ესწრებოდა. ჯგუფის წევრებმა წევრები ქიშვარდ გორგოშაძემ, ციცინო სამნიძემ და ნონა გოგიტიძემ გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.