სიახლეები
ინტერვიუ

„ვარსკვლავების“ პროექტი და ინოვაციური მიდგომები ქსნის საჯარო სკოლაში - ინტერვიუ წარმატებულ დირექტორთან
21-12-2018
-
+


თანამედროვე ეპოქაში წარმატების მიღწევა ინოვაციურ მიდგომებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული და რჩეულთა რიგებს მხოლოდ ისინი მიეკუთვნებიან, ვინც დროის მოთხოვნებსა და გამოწვევებს სხარტად აუწყობენ ფეხს.

სწორედ, გამორჩეულთა შორისაა ქსნის საჯარო სკოლა და მისი წარმატებული მენეჯერი დოდო ჭოტორლიშვილი, რომელმაც სკოლაში კლასებისთვის ვარსკვლავების მინიჭების სისტემა შემოიღო.

„ვარსკვლავების“ პროექტისა და მიღწეული შედეგების შესახებ Etaloni.ge-სთან თავად დირექტორი საუბრობს:  

- უკვე მეორე წელია, კოლეგების დახმარებით სკოლაში ახალი პროექტი წამოვიწყეთ, თავდაპირველად, თითოეულ კლასს 5 ვარსკვლავი მივანიჭეთ და გარკვეული კრიტერიუმების საშუალებით, საკუთარ წარმატებაზე ზრუნვა თავად მივანდეთ. აკადემიური მოსწრების, ოლიმპიადების, პროექტების, სასკოლო კონფერენცია- ღონისძიებების, გაცდენების საერთო რაოდენობის, დაგვიანებისა და დისციპლინის გათვალისწინებით, კლასებს რეიტინგი ემატებათ, ან აკლდებათ. 

ინდივიდუალური წინსვლის გარდა, ჩვენთან გუნდურობის პრონციპია მნიშვნელოვანი, რაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საერთო წარმატების სურვილსა და უკეთესი შედეგების მიღწევის მოტივაციას აძლევს. ისინიც კი, ვისაც სწავლა ნაკლებად აინტერესებდათ, ცდილობენ, უკეთ მოემზადონ და კლასის საერთო რეიტინგს მოუფრთხილდნენ. ჩვენი მიზანიც ეს იყო.

- მაქსიმუმ რამდენი ვარსკვლავის მოპოვება შეუძლია კლასს და როგორია შედეგები ამ დროისთვის?

- უმაღლესი შეფასება 10 ვარსკვლავია, რომლის მოპოვებაც ჯერჯერობით ვერცერთმა კლასმა შეძლო. რაც შეეხება შედეგებს, ყველაზე დაბალი შეფასება 3 ვარსკვლავიან კლასს აქვს, საუკეთესო მაჩვენებელი კი 8 ვარსკვლავია.

- რა წამახალისებელ მიდგომებს იყენებთ წარმატებული კლასებისთვის? 

- მოტივაციის ამაღლებისთვის შრომის დაფასება მნიშვნელოვანია, ჩვენც სკოლის რესურსებით აუილებლად წავახალისებთ 10 ვარსკვლავის მქონე კლასებს. შესაძლოა, გავურემონტოთ საკლასო ოთახი, ან წავიყვანოთ ექსკურსიაზე, გადავცეთ სიმბოლური საჩუქრები...

- თქვენი მიდგომები ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს მიზნების თანაზიარია. საინტერესოა როგორ აფასებთ პორტალს? 

- შვილების სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა საქართველოს სკოლებისთვის „აქილევსის ქუსლია“, რასაც ობიექტური სოციალური მდგომარეობა განაპირობებს. შვილების ღონისძიებებზე მოპატიჟებითა და თუნდაც დისტანციური კომუნიკაციით მუდმივად ვცდილობთ მშობლების ინფორმირებულობას, ინოვაციური izrune.ge კი ამ პროცესს მეტად სისტემურ, შემეცნებით და სახალისო ელფერს სძენს. ამავდროულად, პორტალი სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებასა და საბოლოო ჯამში, ქვეყნის წარმატებული მომავლის შექმნას ემსახურება. ქსნის საჯარო სკოლა izrune.ge-ს მიზნებს სრულად იზიარებს და აქტიურად უერთდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება