მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის სამაგალითო შესრულებისთვის 54 მანდატური მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
მინისტრმა მადლობის სიგელები გადასცა, ასევე, მანდატურის სამსახურის შვიდ თანამშრომელს.
სამინისტროს ცნობით, სიგელები გადაეცათ მანდატურებს, რომლებმაც მოსწავლეების გადარჩენასა და მათი ჯანმრთელობისთვის საკუთარი სიცოცხლე არაერთხელ დააყენეს რისკის ქვეშ, მანდატურები, რომლებიც მანდატურის სამსახურის დაარსების პირველივე დღიდან მუშაობენ და ისინი, ვინც საკუთარ მოვალეობას გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლის სკოლებში ასრულებენ.
„განათლების რეფორმა წარმოუდგენელია უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გარეშე. დღეს დავაჯილდოვეთ მანდატურის სამსახურის წარმატებული თანამშრომლები და მომავალშიც გავაგრძელებთ მათ წახალისებას. მომავალი წლიდან მანტურები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, გაუმჯობესდება მათი სამუშაო პირობები, რაც უსაფრთხო სკოლის გარემოზე აისახება“,- განაცხადა მინისტრმა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მანდატურები ზრუნავენ, როგორც სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, ასევე, მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. ისინი ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, პოზიტიური სასკოლო დისციპლინის ჩამოყალიბებას და ჯანსაღი ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მანდატურთა ხელფასი 200 ლარით გაიზრდება, რაც მათი პროფესიული მოტივაციის ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესია. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მომავალ წელს მანდატურები დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევლენ.
ასევე იხილეთ: რატომ ემატება მანდატურების ნაწილს ხელფასზე 200 ლარი, ნაწილს კი 100 - მანდატურის სამსახურის განმარტება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც