მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„კვლევა მნიშვნელოვანია. მის დაწყებამდე, შარშან ზაფხულში ინფორმაცია გააქტიურდა, რომ ტყვიის შემცველი წყაროების შესახებ ქვეყანაში პოტენციური საფრთხეები არსებობს, რაც განსაკუთრებით ბავშვებს საფრთხეს უქმნის. ამ საფრთხეების შემხვედრ ნაბიჯად ჩვენ კვლევა დავიწყეთ, რომელიც აუცილებელია, რათა გავიგოთ, ეს მომატებული საფრთხემართლა თუ არსებობს და რა წყაროებიდან მოდის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მიმართა, ანალიზების გაკეთებაზე უარი არ თქვან.
„ეს უსაფრთხოა. ანალიზებს იტალიაში სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში ვაგზავნით. იმის მოლოდინი არ გვქონდა, რომ 100%-ით დამყოლობა იქნებოდა, მაგრამ 60% დამყოლობა ძალიან დაბალია. ამიტომ ჩვენ ამ კვლევას იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე ვალიდურ რაოდენობას არ დავაგროვებთ. თუ ნაკლები ადამიანი ჩაერთვება, ამ კვლევას უფრო დიდი ხანი დასჭირდება და პასუხს უფრო გვიან მივიღებთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ ჯამში 1500 ბავშვის სისხლის ანალიზები უნდა აიღონ. ამ დროისთვის კი მხოლოდ 1 300-მდე ბავშვს აუღეს სინჯები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც