ფშაველის საჯარო სკოლაში 112-ის შესახებ საინფორმაციო კამპანია ხორციელდება
24-12-2018
დაკოპირებულია
-
+
თელავის მუნიციპალიტეტის, ფშაველის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბი „ახალი ნერგი“ და მისი კოორდინატორი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი არჩილ ხუტუაშვილი, 112-ის შესახებ საინფორმაციო კამპანიას - „112 ჩვენს სამსახურშია“ ახორციელებენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, V კლასში გაკვეთილი ჩატარდა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა გადაუდებელი საგანგებო სამსახურის ცნობადობის გაზრდა. გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.
„მოსწავლეებს პედაგოგმა გასაფერადებელი აპლიკაციები დაურიგა. მოსწავლეებმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების (ექიმი, მეხანძრე-მაშველი და პატრული) უნიფორმა გააფერადეს. სკოლის აღსაზრდელებმა საკუთარი აპლიკაციები სკოლის დერეფანში თვალსაჩინო ადგილზე გამოფინეს.