მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ მცხეთის ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში ააიპ თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის დაწესებულებათა გაერთიანება იყო ჩართული.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება ყველა სკოლაში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
მე-8, მე-9, მე-10 დამე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.
თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი შორენა არჯევანიძე Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მოსწავლეებმა ტესტებს შესანიშნავად გაართვეს თავი:
''ქალაქ მცხეთის ეტალონი მოსწავლის'' გამოსავლენად პირველი შესარჩევი ეტაპი სამ სკოლაში ჩატარდა - ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში, მცხეთის N1 და N2 სკოლებში. ტესტი ერთნაირი სირთულის 5 განსხვავებული ვარიანტით იყო წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი.''
ქალაქ მცხეთაში ''ეტალონის'' ღონისძიებისთვის მზადება თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის დაწესებულებათა გაერთიანების სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.