მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მომვლელის შერჩევა და პატარასთან მისი დატოვება, ნებისმიერი მშობლისთვის ძალიან რთულია. საინტერესოა, კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელთანაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს ბავშვი და სად შეიძლება ასეთი ადამიანის პოვნა?!
ყველაზე ხშირად ბავშვისთვის ძიძის შერჩევა მეგობრებისა და ოჯახის ახლობლების რეკომენდაციებით ხდება. იმ შემთხვევაში თუ ამ გზით შერჩეული ძიძა მშობლის იმედს ვერ გაამართლებს, მორიგი მომვლელის შერჩევა სხვადასხვა სააგენტოების საშუალებით იწყება. თუმცა, არც ამ შემთხვევაში ვიცით რამდენად სანდოა სააგენტოთი შერჩეული ძიძა და როგორ არჩევენ თავად კომპანიები მომვლელებს.
ბოლო პერიოდში, ჩვენი რეალობის საფუძველზე, ძიძების მიმართ ნდობის ფაქტორი საკმაოდ შესუსტდა. ფსიქოლოგების აზრით, მნიშვნელოვანი არის არა ის, რა გზით შევარჩევთ ბავშვის მომვლელს, არამედ უფრო მნიშვნელოვანია ის გარანტია, რასაც სინამდვილეში, ფსიქოლოგების აზრით, ვერცერთი ნათესავი და სააგენტო ვერ მოგცემთ. მოკლედ, რომ ვთქვათ, უნდა გაგიმართლოთ! თუმცა, თავის დაზღვევა მაინც შესაძლებელია.
მაინც რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მომვლელი?! რა უნდა გავითვალისწინოთ უპირობოდ და რაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, როდესაც ბავშვს რამდენიმე საათით მაინც სრულიად უცხო ადამიანს ვუტოვებთ?!
ძიძის შერჩევისას უპირატესობის მინიჭება ინდივიდუალური საკითხია. თუმცა, სპეციალისტები სხვადასხვა გამოცდილებაზე დაყრდნობით მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევენ მშობლებს:
ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ძიძის სამუშაო, ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა. აქედან გამომდინარე, ეცადეთ მასთან ჩამოაყალიბოთ თბილი და სანდო ურთიერთობა, რადგან გარკვეულწილად სწორედ ამ ურთიერთობაზე თქვენი შვილის აღზრდა/განვითარება.
მშობლებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ძიძები არიან ადამიანები, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ თქვენს შვილებთან, ისინი უვითარებენ ბავშვს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც სამომავლოდ მათ ცხოვრებაზე პოზიტიურად ან ნეგატიურად აისახება. ამდენად, კარგი ძიძის შერჩევა თქვენს უპირველეს მოვალეობად ჩათვალეთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა