საინტერესო პრეზენტაცია ვარდისუბნის საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა ჩაის კულტურის შესახებ მოპოვებული ცნობები წარადგინეს
24-12-2018
დაკოპირებულია
-
+
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის მეორე კლასის დამრიგებელმა ციური ღონღაძემ თემაზე „მცენარეები ცოცხალი ორგანიზმებია“ ღონისძიება ჩაატარა.
მისი განმარტებით, აღნიშნულის მიზანი მოწაფეებისთვის ჩაის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის გაცნობა გახლდათ და ასევე, მისი გავრცელებისა და ცხოვრებაში გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
სკოლის დირექციის ცნობით, მოსწავლეებმა ცოცხალი ორგანიზმები და კერძოდ ჩაის კულტურა შეისწავლეს, რომლის ფარგლებში ცნობები თავად მოიძიეს და პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
აქტივობას მშობლები და პედაგოგები დაესწრნენ, რომელთა შეფასებითაც, მოსწავლეებმა ნიჭი და ენთუზიაზმი გამოავლინეს.