მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი წელი, შობა, ბევრი თავისუფალი დრო და გემრიელი საჭმელები ხშირად, თურმე არა სიამოვნებასთან და გართობასთან, არამედ სტრესთან და გადაღლილობასთან ასოცირდება.
ამის მიზეზების დადგენა ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ უმთავრესი ინდიკატორი დაღლილობა, მომატებული კილოგრამები და საშობაოდ შეასასრულებელი დავალებების უზარმაზარი ნუსხაა (მე ჩემის მხრივ, მთელი წლის დასაგეგმ და დაძაბულ სამუშაო გრაფიკსაც დავუმატებდი).
მეცნიერებმა ამ სტრესის მოსახსნელად რამდენიმე პუნქტი შეიმუშავეს, რომელსაც etaloni.ge სრულად გთავაზობთ:
1. დაგეგმეთ თქვენი არდადეგები - ეს ყველაზე მარტივი პუნქტია - უბრალოდ ჩამოწერეთ თქვენი გეგმები, თუ რას გააკეთებთ ამდენი თავისუფალი დროის მანძილზე, შემდეგ კი ეცადეთ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულოთ ისინი.
2. ილაპარაკეთ თქვენს მიზნებზე - ზემოთ დაგეგმილი არდადეგების შესახებ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უამბეთ, მიიღეთ მათგან რჩევები და თუ საჭიროდ მიიჩნევთ, გაითვალისწინეთ კიდეც.
3. გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის - მართალია დღესასწაულების არსი ხალხმრავლობაშია, მაგრამ მაინც არ დაგავიწყდეთ დღეში რამდენიმე წუთის გამოყოფა, რათა ისეირნოთ, მაღაზიებში გაიაროთ, დაისვენოთ. ეს დასვენებაში და განტვირთვაში დაგეხმარებათ.
4. დაიცავით ზღვარი და გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობები - ნუ დაიტვირთავთ თავს ბევრი საქმით, გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა და აუცილებლად უნდა დაისვენოთ.
5. ყველაფერში სიმშვიდე - დღესასწაულების ჩვეული რიტმი დაივიწყეთ და ტემპი შეანელეთ, საქმე ნელა გააკეთეთ, გამოიძინეთ, დაისვენეთ და ზოგადად, არაა საჭირო გადარბენები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის