მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
სახალხლო დამცველის აპარატის ცნობით, მემორანდუმის მიზანია ადამიანის უფლებების შესახებ ფორმალურ განათლების ხელშეწყობა, კერძოდ კი ზოგადი განათლების საფეხურზე პედაგოგთა ცოდნის ამაღლება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საკითხებზე.
„მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები პედაგოგებისთვის, მოამზადებენ ონლაინ კურსს, სადაც ასახული იქნება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, როგორც თეორიული საკითხები, ასევე სწავლების მეთოდოლოგიური მიდგომები.
კურსი დაეხმარება საზოგადოებრივი მეცნიერებების ბლოკში შემავალი საგნების პედაგოგებს, რომელთა კომპეტენციაც პირდაპირ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა სწავლებას, ასევე სხვა საგნების პედაგოგებსაც, რომლებიც გაიუმჯობესებენ უნარებს გამჭოლი კომპეტენციების სახით, ასწავლონ მოსწავლეებს ადამიანის უფლებები.
ზემოაღნიშნულთან ერთად, პედაგოგიურ ფაკულტეტებზე მოსწავლე სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების დახვეწისა და ახალი კურსების დანერგვის მიზნით, თანამშრომლობა შედგება საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებთანაც“, - ნათქვამია სახალხლო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“
გამოფენას მოწვალეთა შთამბეჭდავი ნამუშევრები, ინდივიდუალური მიდგომებით, სხვადასხვა სტილში შესრულებული ფერწერული შემოქმედება ამშვენებდა
პროექტის ბოლოს მოეწყო ჩვენება მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერი ქალების გამოგონებებზე, რომლებმაც დაამსხვრიეს სტერეოტიპები ქალის შესაძლებლობების შესახებ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა