სიახლეები
სიახლეები

სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებისთვის სრული დაფინანსებით
09-02-2017
-
+


სასტიპენდიო პროგრამის ''სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018'' ფარგლებში 50 ქართველი სტუდენტი დაფინანსდება უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები).


სტუდენტები დაფინანსებას მიიღებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგ მიმართულებებზე: STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სამედიცინო, სპორტისა და ხელოვნების დარგები.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, შერჩეული აპლიკანტები 2017-2018 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები), უზრუნველყოფილნი იქნებიან საერთო საცხოვრებლით ან გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართის ქირის ასანაზღაურებელი ხარჯი, ყოველთვიური სტიპენდიით, გაეწევათ სამედიცინო მომსახურება.

პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი, და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში წარმატებით ატვირთული აპლიკაციები განსახილველად და წინასწარი შერჩევისთვის გადაეცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს. 

აპლიკაციებს განიხილავს და შეაფასებს ცენტრის საერთაშორისო კომისია. საერთაშორისო საკონკურსო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ კონკურსანტების აპლიკაციებს, რომლებიც ატვირთავენ აპლიკაციებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზეც. 

საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტზე ნომინირებული აპლიკანტები გაეცნობიან 2017 წლის ივნისის ბოლოს. აპლიკანტებმა ყოველი სასტიპენდიო წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა განაცხადონ თანხმობა/უარი სტიპენდიის მიღებაზე. 

• ელ.  განაცხადები მიიღება 2017 წლის 9 თებერვლიდან - 5 მარტის  ჩათვლით.

• არასრული განაცხადი არ განიხილება.

• საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge  და  www.stipendiumhungaricum.hu   ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.

• ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონსულტაციები გაიმართება განათლების საერთაშორისო ცენტრში 9 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს 13:00-16:00 საათამდე.

• სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. მის.: ინგოროყვას 7, ელ-ფოსტა: info-iec@iec.gov.ge , ცხელი ხაზი: 2 40 02 02



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება