მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სკოლებში იაკობ გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებული „დედა ენის“ შეტანას შეუწყობს ხელს.
კანონპროექტი პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის მიერ ინიციატივით მომზადდა.
კანონპროექტი ზაზა გაბუნიამ ზოგადი პრინციპების დონეზე წარადგინა და აღნიშნა, რომ მოქმედ კანონს ემატება ორი ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპერტთა კომისიის შექმნას.
კომისია თავის მხრივ მოამზადებს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილ სახელმძღვანელოს და წარადგენს გრიფირებისთვის.
„დღეს „დედა ენის“ სახელით სარგებლობენ ისეთი წიგნები, რომლებიც არ არის დაფუძნებული იაკობ გოგებაშვილის მეთოდზე. ამ ცვლილების მიხედვით კი, სამინისტრო შექმნის კომისიას იმისთვის, რომ მომზადდეს იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შექმნილი „დედა ენა“ და ის შევიდეს სკოლებში. ეს არის ცვლილების მიზანი. მოგეხსენებათ, „დედა ენას“ აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. საერთაშორისო კონვენცია კი ამ ძეგლების შესახებ ამბობს, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა ნიშნავს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ჩართვა და აგრეთვე მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტების აღორძინება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
საკითხის ირგვლივ სხდომაზე კომიტეტის წევრების მხრიდან დისკუსია გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დეპუტატებს სამინისტროს წერილობითი თხოვნა გააცნო, რომელიც კომისიის დაკომპლექტების წესს და მასში ექსპერტების და სპეციალისტების მონაწილეობას შეეხებოდა. მისი განცხადებით, სამინისტროს მოთხოვნა კანონპროექტის ავტორების მხრიდან სრულად იქნა გაზიარებული, რომელიც ცვლილებების პროექტში აისახება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც