სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

უნდა ვათამაშოთ თუ არა მოსწავლეებს „სეკრეტ სანტა“?! - რა ხდება სკოლებში და რაზე სწყდებათ ბავშვებს გული
27-12-2018
-
+


პოპულარული წინასაახალწლო თამაში „სეკრეტ სანტა“ სკოლის მოსწავლეებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს საჩუქრების მიღება დიდ სიამოვნებას ანიჭებთ და ზამთრის არდადეგების მოახლოება უფრო სახალისო ხდება, ეს თამაში არაერთ მოსწავლეს გულისაც წყვეტს.

„სეკრეტ სანტას“ თამაშის პრინციპი, ალბათ, ყველამ იცის - თამაშის პერიოდში შენს რჩეულს პატარ-პატარა საჩუქრებით ანებივრებ, საბოლოოდ კი კიდევ ერთ დამაგვირგვინებელ საჩუქარს აძლევ. ერთი მხრივ, ამ თამაშში პრობლემა არ უნდა იყოს, თუმცა, მეორე მხრივ, თუ საზოგადოების სოციალურ ფონს გავითვალისწინებთ, ყველა მოსწავლის მშობელს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ შვილს თავის რჩეულთან საჩუქარი ყოველ დღე გაატანოს, რაც იმ ბავშვის გულის წყვეტას იწვევს, რომელიც საჩუქარს იშვიათად ან საერთოდ ვერ იღებს.

ამიტომ ისმება კითხვა - უნდა მივცეთ თუ არა სკოლის მოსწავლეებს „სეკრეტ სანტას“ თამაშის უფლება და რამდენად სწორია სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებში აღნიშნულის თამაშის შემოღება?! - Etaloni.ge-მ კითხვაზე პასუხის მისაღებად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, იმისთვის რომ სამინისტრომ იმოქმედოს, აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული ფაქტების შესახებ.

 „სკოლას აქვს შინაგანაწესი, ის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და თავად წყვეტს ამ ყველაფერს. თუ რომელიმე სკოლაში აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის სტრესის გამოიწვევს, ჩვენ უნდა მოგვმართონ და შესაბამის ზომებს მივიღებთ. უნდა ვიცოდეთ კონკრეტული ფაქტი რომ ვიმოქმედოთ“, - გვითხრეს უწყებაში.

გთავაზობთ სოციალური ქსელის მომხმარებლების მოსაზრებებს უნდა ითამაშონ თუ არა სკოლის მოსწავლეებმა სკოლებში „სეკრეტ სანტა“:

როდის უნდა მიხვდეს საზოგადოება, რომ უხერხულში აყენებენ იმათ, ვისაც საშუალება არა აქვს?!

უნდა დაწესდეს საჩუქრებზე ლიმიტი - მაგალითად, 5 ან 10 ლარი. ბავშვებიც დაფიქრდებოდნენ საჩუქარზე და არავის დასწყდებოდა გული.

„ჩემი შვილი მთელი დღე ტიროდა, მარტო მას არ ჰქონდა საჩუქარი“.

„მასწავლებლებმა უნდა გააკეთოს ისე ორგანიზება, რომ ყველას შეხვდეს საჩუქარი. უნდა იყოს ლიმიტი - თუ რამდენი ლარის ფარგლებში უნდა იყოს საჩუქარი შეძენილი, რომ არ იყოს შემდეგ გულისწყვეტა“.

„თამაში კი სახალისოა, მაგრამ ძალიან ბევრ სირთულეს უქმნის ბავშვსაც და მშობელსაც. მიუღებელია ეს თამაში სკოლაში, მით უმეტეს თუ ეს ინიციატივა მასწავლებელს ეკუთვნის“.

აქვე, Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ სკოლაში ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის, უფლების შელახვისა თუ არამართლზომიერი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის შესაძლებელია ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220 ან შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცხელი ხაზზე (+ 995 32) 220 02 20 ეხტ. 1150.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება