მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის N4 საჯარო სკოლაში I ა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით საშობაო ღონისძიება ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიებას, რომელიც I ა კლასის დამრიგებლის მარინე გოგნაძის მიერი იყო ორგანიზებული, გორის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
გორის N4 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე აბუაშვილმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებში განსაკუთრებული სიხარული ღონისძიებაზე მოულოდნელად გამოჩენილმა თოვლის ბაბუამ გამოიწვია, რომელმაც პატარები ტკბილეულით დაასაჩუქრა.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ყველა მოსწავლეს დამდეგ შობა - ახალ წელს და უსურვებს მათ წარმატებებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება