მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან საახალწლო და სხვა სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოების წესები დამატებით მკაცრდება.
აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ირაკლი ჯანგებაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოწმდება ის ობიექტები, სადაც მასობრივი ღონისძიებები იმართება. ძირითადი აქცენტი კი საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე კეთდება, სადაც, წლის ბოლოს, საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იმართება.
როგორც ირაკლი ჯანგებაშვილმა აღნიშნა ყველა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელია ინფორმირებული, რომ პიროტექნიკის შენობა-ნაგებობებში გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.
მან ასევე მშობლებს მოუწოდა, საახალწლო დღეებში პიროტენიკის გამოყენებისას პროდუქციაზე დატანილ ინფორმაციას სათანადოდ გაეცნონ და პიროტექნიკურ ნაწარმზე არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოახდინონ ბავშვების ინფორმირებაც, რაც პიროტექნიკით მოზარდების დაზიანების შემთხვევებს შეამცირებს.
„პიროტექნიკის გასროლისას დაყოვნების დრო 2 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს. მისივე თქმით, გასროლიდან დაყოვნების დრო 10 წამზე მეტს თუ აჭარბებს, ეს პიროტექნიკურ ნაწარმზე განთავსებულ წარწერაზე აუცილებლად აღნიშნული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ამ ნაწარმის დათვალიერებას იწყებს, რა დროსაც ხშირ შემთხვევაში, გასროლა ხდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ყველა დახლთან მისვლა და თითოეული პიროტექნიკის შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივესალმები საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივას, რომლიც უკვე კანონად იქცა და რომლითაც პიროქტნიკის მცირეწლოვან ბავშვებზე მიყიდვა იკრძალება. ეს ქმედება ჯარიმით ისჯება. ეს პრევენციაა. რეალიზატორი პასუხისმგებელია მოახდინოს პიროტექნიკის გადარჩევა. ვიცით, რომ პიროტექნიკა უცხოეთიდან შემოდის. აუცილებელია, კონტროლი განხორციელდეს საბაჟოზე. შემოტანის დროს მოხდეს დოკუმენტაციის შემოწმება, თუ როდის დამზადდა. მასზე უნდა იყოს აღნიშნული შენახვის პირობები. ასევე, ტრანსპორტირების პირობები. დაზიანებული საქონელი კი მოვაჭრემ რეალიზაციაში არ უნდა გაუშვას“, – განაცხადა ჯანგებაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
გამოფენას მოწვალეთა შთამბეჭდავი ნამუშევრები, ინდივიდუალური მიდგომებით, სხვადასხვა სტილში შესრულებული ფერწერული შემოქმედება ამშვენებდა
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამუშავეს, გაანალიზეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებებზე და გამართეს დისკუსია
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა