მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''გარდაბნის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს გარდაბანს სტუმრობს.
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გარდაბნის N1 სკოლაში მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში გარდაბნის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას ქვემო ქართლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი ჯაბა ლობჟანიძე, განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ავთანდილ ჯანხოთელი და ამავე სამსახურის წარმომადგენელი ნინო ნარიმანიძე, გარდანის N3 სკოლის დირექტორი აიათ მეჰრაბოვი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
გარდაბნის ''ეტალონის'' მონაწილეებს გულშემატკივრები სპეციალური ბანერებითა და ლექსებით ამხნევებენ.
''ეტალონს'' ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი მოსწავლეებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''გარდაბნის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს