მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლაში VIIIა კლასის ინიციატივით და ხელოვნების კათედრის მხარდაჭერით, მოსწავლეებმა საშობაო-საახალწლო ნამუშევრები - ნახატები, ბერიკების კოსტიუმები, დეკორაციები, კრეატიული ნაძვის ხე, აფიშა და მოსაწვევი ბარათები შექმნეს.
მათ ასევე, მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა-პრეზენტაცია. სააქტო დარბაზში კი გაიმართა საშობაო ღონისძიება „ქრისტე იშვა ბეთლემსაო“.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ძველი ქართული ტრადიციები - როგორ გაჩნდა პირველი ნაძვის ხე და სათამაშოები; როდის განათდა ნაძვის ხე; რა ტრადიციები ჰქონდათ ძველად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შობა-ახალ წელს.
მოსწავლეებმა მოირგეს მსახიობობაც. შეისწავლეს ბერიკაობის ისტორია და ამ ადათ- წესებით გაითამაშეს სცენარი. იმღერეს საშობაო სიმღერები. პედაგოგი ლია ცანავა.
ღონისძიება მიმდინარე წლის 25 დეკემბერს გაიმართა.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ