მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლოა ტელემაუწყებლობის განხორციელების უფლება მიეცეთ.
ამ მიზნით, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის“ შესახებ კანონპროექტი წარადგინა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა უნივერსიტეტბს დაგროვილი ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის საშუალებას მისცემს.
„ამის თაობაზე საკანონმდებლო წინადადება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შემოვიდა. ჩვენმა კომიტეტმა მას ერთხმად დაუჭირა მხარი და მისაღებად ცნო იგი. დღეს მე წარმოგიდგენთ კანონპროექტს, რომლის ინიცირებასაც კომიტეტის სახელით მოვახდენთ. ამ ინიციატივის მიზანია საჯარო უნივერსიტეტებს მიეცეთ მაუწყებლობის შესაძლებლობა, რაც მათ უნივერსიტეტში დაგროვილი ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც