სიახლეები
სამასწავლებლო

რემონტი, განახლება, პედაგოგთა გაძლიერება- რას გეგმავენ სკოლების დირექტორები 2019 წლიდან?
27-12-2018
-
+


ახალი წელი ახალ გამოწვევებს გულისხმობს, მითუმეტეს განათლების სფეროში, რომელიც მუდმივ განახლებას მოითხოვს. Etaloni.ge სწორედ ამ თემით დაუკავშირდა სკოლების დირექტორებს და დააზუსტა, თუ რას გეგმავენ 2019 წლიდან. 

აბაშის მუნიციპალიტეტის საგვაზავოს საჯარო სკოლა, დირექტორი რამინ ჯალაღონია:


მომავალი წლის გეგმებია: სასწავლო ოთახების რეაბილიტაცია მეორე სართულზე. ასევე, რაიონის მასშტაბით სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ეს არათუ შენარჩუნდება, გაუმჯობესდება. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის საჯარო სკოლა, დირექტორი როლანდ ცუცქირიძე:

ეროვნულ სასწავლო გეგმას თავისთავად მივყვებით და კვლავ მაღალ სტანდარტს დავიცავთ. ჩვენი სკოლა აქტიურად მონაწილეობს კონკურსებსა და ოლიმპიადებში, სადაც კარგი შედეგებიც გვაქვს - რაიონის მასშტაბით მინიმუმ ხუთეულში ვხვდებით.  ამ კურსს გავაგრძელებთ და ავამაღლებთ, რა თქმა უნდა. არსებული მდგომარეობით ეროვნულ სასწავლო გეგმას  კარგად მივყვებით და  2019 წლიდან მეტ წარმატებას ველით. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუნევის საჯარო სკოლა, დირექტორი ვეფხვია ლომიძე:

ჩვენი გეგმებია: პედაგოგთა დატრენინგებისა და სასწავლო პროცესის წარმატებით გაგრძელება, ღონისძიებებში კვლავ აქტიურად ჩართვა, ტექნიკური ბაზის განახლება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ზიკილიის საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ ქიმერიძე:


სასწავლო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, პედაგოგების 60 პროცენტი სერტიფიცირებულია, ასევე, ტექნიკური ბაზა განახლებულია. ვაპირებთ საკუთარი თანხების დაგროვებასა და მინი ფეხბურთის მოედნის გაკეთებას, რომელიც იმდენად ძვირი ჯდება, რომ ალბათ ორი წელი მოგვიწევს ფინანსების დაგროვება. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტყემლანის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ტყემალაძე: 


მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ გამორჩეული და მოსწავლეებისთვის საინტერესო იყოს. მთავარი მიზანი სკოლის მოსწავლეებზე ორიენტირება და თანამედროვე, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების მიცემაა, რასაც  2019 წლიდანაც გავაგრძელებთ.  ასევე, კვლავ ყველა სპორტულ შეჯიბრებებსა და ღონისძიებებში ჩავერთვებით. დასასრულს, მიზნად გვაქვს ახალი წლიდან სკოლის ეზო მოვაწყოთ. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ბოლაჯურის საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ მერაბიშვილი:

ვაპირებთ ახალი სკოლის აშენებას, რასთან დაკავშირებითაც განათლების სამინისტრომ გეგმაში უკვე ჩაგვსვა. ასევე, სკოლას 50 წელი უსრულდება და გრანდიოზულ ღონისძიებას ჩავატარებთ. რაც მთავარია, კერძო პირის დახმარებით ეზოში გამწვანება უნდა გავაკეთოთ.  

ჭიათურის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი ირინე პაპიძე:

გეგმაშია: Izrune.ge-ში გაწევრიანება,  სასწავლო და არაფორმალური განთლების კუთხით კვლავ აქტიური მუშაობა, ასევე, სკოლის რეაბილიტაცია, რომლის დეტალებსაც სწორედ 2019 წელს დავაზუსტებთ. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის  წასრის საჯარო სკოლა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ელისო დოღაძე:


2019 წელს რემონტს ვგეგმავთ, რასთან დაკავშირებითაც  ინფრასტრუქტურის სამასახურს მივმართავთ. გვსურს, რომ  სკოლა გარედან გავაძლიეროთ, რადგან  ცოტა დაიბზარა. სკოლა შიგნიდან გარემონტებულია. სხვა მხრივ ძალიან კარგად მიდის საქმე და ეროვნულ სასწავლო გეგმას წარმატებით მივყვებით. 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჭაგნის საჯარო სკოლა, დირექტორი ნათელა შენგელია:


სკოლა კეთილმოწყობილია, მაგრამ ჩვენი ფინანსებით ვაპირებთ სველი წერტილების კიდევ უფრო გარემონტებას, გვსურს სპორტული დარბაზიც გავაახლოთ, თუმცა ამ უკანასკნელს ჩვენი ძალებით რამდენად მოვახერხებთ, ეს უკვე დასაზუსტებელია.  

ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ლევან რაზმიაშვილი:

პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება ყოველთვის პრიორიტეტულია. რაც შეეხება გამოწვევებს - სკოლას კაპიტალური რემონტი 1956 წლის შემდეგ არ ჩატარებია და რა დღეშია, ალბათ წარმოგიდგენიათ. ყველაფერი გამოსაცვლელია. თუმცა ამას ჩვენი ფინანსებით ვერ მოვახერხებთ...

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ლილი სურმანიძე:


2019 წლის გეგმებია: ინფრასტრუქტურის განვითარება - სკოლას რემონტი სჭირდება და ამასთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე მიწოდებული გვაქვს. ასევე, ვაპირებთ ბიბლიოთეკის გამდიდრებას. დანარჩენი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს: ღონისძიებებში ვერთვებით, მასწავლებელთა გადამზადებას ვაგრძელებთ და  ოლიმპიადებსა და კონკურსებში  კვლავ მივიღებთ მონაწილეობას. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის კოხის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო შამილიშვილი:

წარმატებული სასწავლო პროცესი და მოსწავლებზე ორიენტირება, ასევე, პედაგოგთა გადამზადება კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას,  სკოლა სარემონტოა და ჩვენი ხარჯით ვერ გავწვდებით. იმედია გასარემონტებელი სკოლების სიაში მოვხვდებით, რადგან სკოლას აშენებიდან დღემდე კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. დასასრულს, სკოლის ლაბორატორიის ტექნიკური ბაზით აღჭურვა გვსურს. შესაბამისად, 2019 წლისთვის ბევრი გეგმა გვაქვს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭის საჯარო სკოლა, დირექტორი რუსუდან კაკალაძე:


ვაპირებთ: მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, პედაგოგთა გადამზადების გაგრძელებას, თვალსაჩინოებების გამდიდრებას, პროექტორისა და საპროექციო აპარატების შეძენასა და ბიბლიოთეკის გამდიდრებას. ასევე, აღვნიშნავ, რომ  პედაგოგებისთვის მასწავლებელთა მეთოდური და დამხარე ლიტერატურა მიუწვდომელია (ელექტრონულად კი არის მოსული, მაგრამ ხომ შეიძლება პედაგოგს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდეს?). ამიტომ, უფრო ხელმისაწვდომი თუ გახდება, კარგი იქნება. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ბობოყვათის საჯარო სკოლა, დირექტორი გია ქათამაძე:


პედაგოგთა გადამზადებას გავაგრძელებთ. ასევე,  დაგეგმილია სკოლის კოსმეტიკური რემონტი, სველი წერტილების უკეთესად გარემონტება და  სპორტული მოედნების განახლება. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ გოცაძე: 

2019  წლისთვის  ძალიან ბევრ რამეს ვგეგმავთ: ინფრასტრუქტურის მოწყობას, ოთახების გარემონტებას, სველი წერტილების უკეთესად გაკეთებას, ბიბლიოთეკის გამდიდრებასა და  სპორტული ინვენტარის შეძენას.

წალენჯიხის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ბადრი ბობოხია:

გეგმაშია ინფრასტრუქტურული პროექტები: საკლასო ოთახების მოწესრიგება, იატაკის გამოცვლა, ასევე, სასწავლო პროცესის ჩვეული წარმტებით წარმართვა და ყველა ღონისძიებაში ჩაბმა, რაც მანამდეც ხორციელდებოდა. 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა სიჭინავა:

სკოლა ჩვეულ რეჟიმში პედაგოგთა გადამზადებას გააგრძელებს, მოსწავლეები კონკურსებსა და ოლიმპიადებში მიიღებენ მონაწილეობას და ეს 2019  წელსაც არ შეწყდება. სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, სპორტდარბაზის რემონტს ვაპირებთ. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლა, ლელა გვრიტიშვილი:

2019 წლის გეგმებია: ინფრასტრუქტურული პრობლმები - სველი წერტილის კოსმეტიკურ რემონტი, მასწავლებლების გადამზადება, ღონისძიებების ჩატარება, კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება. 

თელავის მუნიციპალიტეტის აკურის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა ქევხიშვილი:


ჩვენი სკოლა გარემონტებულია, შესაბამისად, ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს არ ვგეგმავთ.  2019 წლის გეგმები მასწავლებელთა გადამზადებასა, მათ მეტად გააქტიურებასა უკავშირდება. 

თელავის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი ლია ლეშკაშელი: 

ჩვენი სკოლა როგორც მანამდე, ახალი წლიდანაც  ეროვნული სასწავლო გეგმას გულდასმით მიჰყვება და  დასახულ მიზნებს მიაღწევს. ვაგრძელებთ პედაგოგთა გადამზადებას, მოსწავლეები კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობას კვლავ მიიღებენ და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ გეგმებს ბოლომდე მივყვებით. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ჯუგაანის საჯარო სკოლა, დირექტორი მარიამ ბოლაშვილი: 

სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, მოსწავლეები ღონსიძიებებსა და ოლიმპიადებში აქტიურად ერთვებიან, მომავალი წლიდანაც ასე გაგრძელდება. განსაკუთრებულ ყურადღებას კი  იმაზე გავამახვილებთ, რომ სკოლა არასაპატიო მიზეზით არცერთმა ბავშვმა გააცდინოს. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საქობოს საჯარო სკოლა, დირექტორი დოდო ჭყონია: 

პედაგოგთა სერტიფიცირება გაგრძელდება. ასევე, გვსურს სპორტდარბაზისა და სააქატო დარბაზის გარემონტება და იმედია  ინფრატრუქტურის სააგენტო დაგვეხმარება. სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარმატებით მიმდინარეობს. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ლია ბუთლიაშვილი: 

იგეგმება სკოლის რეაბილიტაცია: გვინდა სპორტული დარბაზისა და მოედნის აღჭურვა, თუმცა გააჩნია ბიუჯეტი როგორ შეგვიწყობს ხელს. გაგრძელდება სკოლის მასწავლებლების პროფესიული დონის ამაღლება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

თელავის N6 საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან ველთაური:

პედაგოგთა გადამზადებას გავაგრძელებთ. ასევე, გეგმაში გვაქვს სკოლის შენობის იმ ნაწილის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. ის  1902 წელს აშენდა და ამიტომ ძეგლთა დაცვის პროგრამაშია შესული. შესაბამისად, 2015 წელს მხოლოდ სკოლის ის ნაწილი გარემონტდა, რომელიც ამ პროგრამაში არაა. სწორედ ამიტომ 2019 წლის გეგმაა სწორედ ამ შენობის რეაბილიტაცია. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ზარზმის საჯარო სკოლა, დირექტორი ზაზა გავაშელი:ჩვენი გეგმებია: 

პედაგოგთა სერტიფიცირების გაგრძელება. სკოლის კაპიტალური რემონტი. ერთ-ერთ პროგრამაში ვართ ჩასმული. რა თქმა უნდა, კვლავ წარმატებულ სასწავლო პროცესს შევინარჩუნებთ და ყველა ღონისძიებასა და კონკურსში ჩავერთვები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ფესტივალში მონაწილეობდა  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები:  მარინა მამალაძე, ნინო ბერძენიშვილი და ნანა ჩხიკვაძე 

მასწავლებლებს ვადა 3 ოქტომბრამდე აქვთ - ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა

სარეკომენდაციო ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია, თუ რამდენ წუთს უნდა გაგრძელდეს გაკვეთილი მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად


სკოლამდელი განათლების  დარგობრივი მახასიათებელის პროექტი 4 ოქტომბერს საჯაროდ განიხილება - დეტალები

პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო 

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის 

ლაცორიის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს პირველკლასელებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო 

ბავშვები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საბოლოოდ შეთანხმდნენ ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაადგილების საშუალებების გამოყენებაზე

საინტერესო

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება