სიახლეები
სამასწავლებლო

„სისტემა უნდა შეიცვალოს, ზოგ სკოლას საწვავისა და შეშის ფული არ რჩება“- დირექტორები სკოლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ
28-12-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში დაფინანსების მოდელი შესაცვლელია.

მისი თქმით, სკოლა უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი და კარგი მენეჯერი.

etaloni.ge-მ ამ თემასთან დაკავშირებით საჯარო სკოლების დირექტორებს კომენტარის გაკეთება სთხოვა: 

ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე: „დაფინანსების მოდელის შეცვლა გააჩნია, რას გულისხმობს და როგორ შეიცვლება. კარგი იქნება, თუ სამინისტრო გაითვალისწინებს მცირეკონტიგენტიანი და მაღალმთიანი სკოლების მდგომარეობას. ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების რაოდენობას და სიტუაციას. კი, ყველაფერი კეთდება ამ მხრივ, მაგრამ გაუმჯობესება ნამდვილად არ აწყენდა. უნდა იყოს რაღაც წახალისება, განსხვავებული პროექტები და ასე შემდეგ“.   

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ნაგრევაძე: „არსებული სისტემით კმაყოფილი ვარ. იმ ბიუჯეტით და დაფინანსებით, რასაც გვაწვდის სამინისტრო, ვახორციელებთ ბევრ პროექტს, ღონისძიებას და სხვა. გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ“. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის დირექტორი იამზე თურმანიძე: „არსებული მოდელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თუ რამე შეიცვლება და ეს მოხდება პედაგოგების, მოსწავლეების და სკოლის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, მივესალმები“. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის დირექტორი სოსო ბაკურიძე: „მიმაჩნია, რომ არსებული დაფინანსება არ უნდა შეიცვალოს და თუ რამის ცვლილება გადაწყდება, ეს მოხდეს, სამინისტროს, რესურსცენტრების და სკოლის დირექტორებთან შეთანხმებით“. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია: „რა თქმა უნდა, დაფინანსების მოდელი შესაცვლელია. ისე ხდება, რომ ზოგ სკოლას მწირი დაფინანსება აქვს, ზოგს კი იმდენი, რომ აუთვისებელი რჩება. აი, ეს რომ შეიცვალოს, სწორედ ამიტომაა ცვლილება საჭირო. სამწუხაროდ, დღეს დირექტორები მხოლოდ შემსრულებლები არიან, ყველა საკითხი ზემოთ წყდება და ეს მიდგომაც თუ შეიცვლის ფორმას, უკეთესი იქნება“. 

ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხალვაში: „ის მოდელი რაც დღეს მოქმედებს, ზოგი სკოლისთვის სულაც არაა მისაღები. მაგალითად, მცირეკონტიგენტიან სკოლებს არ ჰყოფნით მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტი და უწევთ დამატებით თანხების მოძიება. რა თქმა უნდა, დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი და ლიდერი, სხვანაირად ის ვერ შეძლებს სკოლის მართვას. ამიტომ, მინისტრის განცხადებას ვეთანხმები და მივესალმები“. 

ბათუმის N29 საჯარო სკოლის დირექტორი ნური ხალვაში: 
„დაფინანსება აუცილებლად შესაცვლელია. პატარა, მცირეკონტიგენტიანი სკოლები გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან არ ჰყოფნით თანხა და თუ ეს პრობლემა მოგვარდება, მაშინ ვემხრობი ამ ინიციატივას“. 

ხარაგულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე: „კი, სისტემა უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა. ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ჩვენ არ გვქონია ეს პრობლემა, მაგრამ ქალაქში არიან სკოლები, რომლებსაც ხშირად საწვავისა და შეშის ფული არ რჩებათ დაფინანსებიდან, ხელფასებსაც კი ძლივს გასცემენ. ეს ძალიან უხერხულია და თავდაპირველად ეს პრობლემაა მოსაგვარებელი. ვემხრობი ბატონი მინისტრის ინიციატივას, რომ რაღაც საბაზისო თანხიდან დაიწყოს დაფინანსება და სწორედ აქ გამოჩნდება დირექტორების მენეჯერული თვისებები და ლიდერობა. უკვე ისინი გადაწყვეტენ, თუ რისკენ მიმართონ და რაში გამოიყენონ ეს თანხა. გავმეორდები და ვიტყვი, რომ საბაზისო თანხა აუცილებელია თითოეული სკოლისთვის“. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ინასარიძე: „ამჯერად რაც გვაქვს დაფინანსება, მის შესაბამის ბიუჯეტს ვწერთ ხოლმე. ესაა მინიმალურ ხარჯებზე გათვლილი ბიუჯეტი და ამ დროს, სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია მოსაგვარებელი. თუ საბაზისო დაფინანსება მოხდება, ეგ უფრო მისაღები იქნება ყველასთვის, ამიტომ მივესალმები მინისტრის ინიციატივას“. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე: 
„აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ინიციატივას და ვემხრობი. ჩემი სკოლა საშუალო სკოლაა და ასე რომ ვთქვათ, დაფინანსების ზღვარზე ვართ, ვერ ვახერხებთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას და ასე შემდეგ. ზუსტად არ ვიცი, რა და როგორ შეიცვლება, მაგრამ ველი ამ ცვლილებას დიდი სიხარულით“. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა აბესაძე:   „მე პირადად ახლანდელი მოდელი ძალიან მომწონს და ის, თუ როგორ შეიცვლება, ეს მინისტრის გადასაწყვეტია. უბრალოდ, ერთს დავამატებ, რომ პედაგოგები ხელფასების გაზრდას ითხოვენ და ამ კუთხით თუ იმუშავებენ, უკეთესი იქნება. მე კმაყოფილი ვარ დაფინანსებით“. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის დირექტორი როლანდ ცუცქირიძე: „ამ თემასთან დაკავშირებით უფრო კომპეტენტური ადამიანები ალბათ უკეთ იმსჯელებენ, მაგრამ თუ ისეთი ცვლილება მოხდება, რომ ყველა სკოლა კმაყოფილი დარჩება, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები. ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ფინანსური პრობლემა ჯერ არ გვქონია, მიუხედავად ამისა, მინისტრის ინიციატივას მივესალმები“.

ბოლნისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ადამია: „ამ მოდელის ფარგლებში ჩვენ დაფინანსების პრობლემა არ გვქონია. თუ ეს მოდელი შეიცვლება, მაშინ უნდა გაითვალისწინონ სახელფასო ტარიფიც და ადმინისტრაციას და ტექნიკურ პერსონალს გაეზარდოს ხელფასი“. 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება