მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საზოგადოებრივი პროკურატურის მიერ გამოცხადებულ ვიდეორგოლების კონკურსში „არა ბულინგს და არა იარაღს“, ხონის, ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში გადავიდა ნაბაკევის საჯარო სკოლა.
სამტრედიაში დაჯილდოვების შემდეგ მოსწავლეები და ვიდეორგოლის ხელმძღვანელი მარი ყენია თბილისში გაემგზავრნენ, სადაც მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სკოლის დირექციის ცნობით, ასე ბედნიერად და მხიარულად გააცილა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის საჯარო სკოლამ 2018 წელი და დიდი იმედებით ეგებება დამდეგ 2019 წელს.
„ყველას გილოცავთ ქართველებისათვის უსაყვარლესი ადამიანის, ნოდარ დუმბაძე სიტყვებით, რადგან ამაზე უკეთესს ჩვენ ვერაფერს გისურვებდით:
ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემ სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური.
მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი – პურით, მარანი – ღვინით, ახორი – საქონლით, კერია – ფრინველით და გული – სათნოებით. ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი კაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრის თვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს. რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს! მიიღე მამულო ჩემგან ეს ლოცვა!“,-ნთქვამია ნაბაკევის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია