მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
25 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტის რუსთაველის დარბაზში საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონისა“ და მისი პროექტების - ინტელექტ-ჩემპიონატის და IZRUNE.GE -ს საქმიანობის მიმდინარე წლის შემაჯამებელი და ახალი წლისთვის დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ორგანიზებით გაიმართა, ღონისძიებას პარლამენტარები, გურამ მაჭარაშვილი, გენადი მარგველაშვილი, გიორგი კოპაძე, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და საქართველოს გამორჩეული სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
„ეტალონის“ მიმდინარე პროექტები ღონისძიების დასრულების შემდეგ რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა შეაფასეს:
ნინო ჩიტაძე, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ არის ერთადერთი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ახერხებს ამხელა მასშტაბებზე გასვლას და მოსწავლეებისა და მასწავლებლების ისეთ მობილიზაციას, რომ თითოეული მოსწავლე ცდილობს არ დაზოგოს თავი და გახდეს „ეტალონი მოსწავლე“. IZRUNE.GE კი ახერხებს მშობელთა მობილიზებას, რათა ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები შვილების განათლების პროცესში. დიდი მადლობა თქვენს გუნდს ამხელა ენერგიისა და შემართებისთვის.
მანანა ნადიბაიძე, ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- „ეტალონი“ არის განათლების ფორუმი და ცოდნის ზეიმი. ეს არის ის იშვიათი შესაძლებლობა, რომლის დროსაც მოსწავლეებს აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა, იზეიმონ და იამაყონ საკუთარი შედეგებით. გამომდინარე აქედან, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ გავიგოთ ყოველი ახალი გამოწვევისა და სიახლის შესახებ და ეს ყველაფერი მოსწავლეებს მივაწოდოთ დროულად. ასევე, აუცილებელია, რომ მოსწავლეები ჩართულები იყვნენ იზრუნე.გე-ში და იყოს ბევრი ასეთი პროექტი.
ხათუნა ხმალაძე, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- დღეს გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ განათლების მიმართულებით, რაც მთავარია, ამ სფეროში ჩართულ ადამიანებთან ერთად. მივიჩნევ, რომ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს „ეტალონის“ ჯგუფი და ამის დასტურია IZRUNE.GE, რომელმაც მოგვცა საშუალება გაგვეერთიანებინა სკოლა, მშობლები და მოსწავლეები. ასევე, დავამატებდი, რომ ამ პროექტის მიმართ ყველა ჩართულ მხარეს აქვს დადებითი და პოზიტიური განწყობა და ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლისა და აღზრდის კუთხით უნარ-ჩვევების
ტერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- ის, რომ „ეტალონში“ და IZRUNE.GE -ში არის ძალიან ბევრი მოსწავლე ჩართული, არის უდიდესი მიღწევა და დაუღალავი მუშაობის შედეგი. მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტები დიდი პოპულარულობით სარგებლობს მოსწავლეებში და არის დიდი დაინტერესება მათ მიმართ. დღევანდელი შეხვედრა არის ერთგვარი შეჯამება და ასევე, მომავალი წლის სიახლეების მონახაზის შემუშავება, რათა ვიცოდეთ, რა საქმიანობა განვახორციელოთ მომავალში.
ლირა ღურწკაია, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც აუცილებელია თითოეული მოსწავლისთვის, მშობლისა და მასწავლებლისთვის. სასურველია, რომ ტელესივრცეშიც დაბრუნდეს გადაცემის სახით. IZRUNE.GE შედარებით ახალი პროექტია და იმით გამოირჩევა, რომ მოსწავლე მშობელთან ერთად იზიარებს თავის წარმატებას. იმდენ კარგ საქმეს აკეთებს „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს გუნდი, რომ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ გაწეული შრომისთვის.
ქეთევან ჭიპაშვილი, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის რომ განათლება პრიორიტეტია, კარგადაა ცნობილი და ის, რომ სამინისტრო აქტიურად უდგას გვერდით ისეთ საგანმანათლებლო აქტივობებს გვერდში, რომლებიც არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობს, დღევანდელი დღეც მოწმობს. მინდა გითხრათ, რომ „ეტალონი“ ყვარლისთვის და მთელი საქართველოსთვისაც დიდი ზეიმია. ჩვენთან შემოდგომაზე ტარდება ხოლმე ინტელექტ-ჩემპიონატი და შემოდგომა ამის გამო კიდევ უფრო გვიხარია. IZRUNE.GE-მ კი სრულიად საოცრება გააკეთა, ფაქტობრივად სკოლის მთელი თემი ჩაერთო ამ პროექტში, მშობლები, ბებიები, ბაბუები და მათ გამონახეს დროს ბავშვებისთვის.
მანანა ცუცქირიძე საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- „ეტალონი“ არის საუკეთესო პროექტი და არა მარტო საქართველოს მასშტაბით. ჩვენს რაიონში განსაკუთრებით უხარიათ მოსწავლეებს და სკოლებს ამ პროექტში მონაწილეობა, უზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას და ყველა კმაყოფილია, IZRUNE.GE-ში კი მოსწავლეების 60%-ია ჩართული, განსაკუთრებით კი მშობლები აქტიურობენ. დიდი მადლობა ამისთვის ბატონ გოჩას და მის გუნდს.
მაკა გულორდავა, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- მე ვიტყოდი ასე - „ეტალონი“ არის ეროვნული და სახალხო პროექტი, ხოლო IZRUNE.GE კი განსაკუთრებული პროექტია, რადგან მშობლებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აერთიანებს ერთი მიზნისკენ - ესაა ცოდნა და განათლება.
ცისმარ მაჭარაშვილი, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- ოცწლიანი მოღვაწეობა მგონი საკმარისია იმისთვის, რომ ამა თუ იმ პროექტის სარგებლიანობა შევაფასოთ, და ამის ნათელი მაგალითი სწორედ „ეტალონი“ და მისი ხელმძღვანელი ბატონი გოჩა ტყეშელაშვილია. დღეს „ეტალონი“ სასკოლო ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაა ქცეული და მან უკვე დაიმკვიდრა ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ის არა მარტო მოსწავლეთა მოტივაციას უწყობს ხელს, რათა კარგად ისწავლონ, არამედ ავითარებს მათ უნარებს. ამ პროექტების წარმატება დიდად არის დამოკიდებული ბატონი გოჩას შრომასა და ენთუზიაზმზე, თუმცა მას გვერდით უდგანან უაღრესად ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანები და დიდი მადლობა მათ. დარწმუნებული ვარ, რომ ის სიახლეები, რომლებსაც შემოგვთავაზებს „ეტალონის“ გუნდი, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც არის „ეტალონი“ და IZRUNE.GE, ხოლო ჩვენი ვალია, რომ გვერდში დავუდგეთ ამ პროექტების განხორციელებას.
დავით ოსეფაშვილი, დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
- მინდა აუცილებლად ვისაუბრო „ეტალონზე", რომლის მხარდამჭერი არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს ირგვლივ მყოფი მეგობრები და კოლეგებიც არიან. ეს არის ერთი დიდი ძალა, რომელიც ბევრ კეთილისმსურველს აერთიანებს. ბატონ გოჩას უყვარს თქმა: „ჩვენ თანამოაზრეები ვართ“ და მე ვეთანხმები მას. საკმაოდ დიდი შრომა არის ჩადებული ამ ყველაფერში, ამიტომ დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ.
რაც შეეხება IZRUNE.GE -ს, მე კონსულტირებას ვუწევ მისი ტესტების შედგენას და ახლოს ვარ ამ კუთხით პროექტთან. შემიძლია გითხრათ, რომ მოლოდინს გადააჭარბა აქტივობამ. IZRUNE.GE-ში ჩართულობის ტენდენცია ძალიან სწრაფად იზრდება და თქვენ ალბათ მალე მოგიწევთ იმაზე ზრუნვა, რომ რაოდენობრივად გაუძლოს პროექტმა ასეთ დატვირთვას“.
ნანა ტერმაკოზაშვილი, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
-„ეტალონი“ არის პროექტი რომელშიც ხალისით ერთვება ძალიან ბევრი სკოლა, პედაგოგი და მოსწავლე. რაც შეეხება IZRUNE.GE-ს, ეს არის იშვიათი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მთელი სასკოლო თემი გაერთიანდეს. ვგულისხმობ სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობას. მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელი ქმნიან ერთ ორგანიზმს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ირაკლი ზვიადაური, თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
- „ეტალონი" და IZRUNE.GE ძალიან რომ მომწონს, სწორედ ამიტომაც ჩამოვედი დღეს თიანეთიდან. ძალიან კარგი და საჭირო პროექტებია.
ირაკლი სილაგაძე, ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი :
- „ეტალონი“ და IZRUNE.GE მოკლე ხანში გახდა საკმაოდ ნაცნობი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. IZRUNE.GE სასკოლო საზოგადოებამ განსაკუთრებით წარმატებით აიტაცა, საკუთარი სურვილით. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა პარლამენტში განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს და ეს პროექტები მომავალში, უფრო მძლავრ და უფრო შედეგზე გათვლილ სიახლეებს შემოგვთავაზებს.
ლია ბეჟაშვილი, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი :
- იზრუნე.გე ძალიან მომწონს, ამ პროექტმა კიდევ უფრო მეტად დააკავშირა სკოლა, მასწავლებელი და ოჯახი. მშობელს ან ოჯახის ნებისმიერ მზრუნველ წევრს ყოველთვის შეუძლია ხელი ედოს პულსზე და ამოწმებდეს, რა შეუძლია მის შვილს, რა წარმატების მიღწევა შეუძლია - ეს ყველაფერი IZRUNE.GE-ს დამსახურებაა და სწორედ ამიტომ არის „ეტალონი“ და მისი პროექტები განსაკუთრებული და განუმეორებელი.
ია სვანიძე, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
- იზრუნე.გე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ მშობლებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. მოსწავლეს საშუალება ეძლევა გაიღრმავოს და შეაფასოს თავისი ცოდნა, მშობელს კი შეუძლია თვალყური ადევნოს შვილის წარმატებასა და განვითარებას.
რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება, მით უკეთესი იქნება პროექტისთვისაც და მასში მონაწილეებისთვისაც. მე ბებია ვარ და ჩემი შვილიშვილიც ჩართულია ამ პროექტში, ერთად ვაკეთებთ ტესტებს, ერთად ვხალისობთ და ერთად გვიხარია წარმატება.
კახაბერ რეხვიაშვილი, ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
-მთლიანად „ეტალონი“ არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელში ჩართულობაც ხელს უწყობს მოსწავლეთა გონებრივ განვითარებას, მათ კრეატიულ აზროვნებას და დიდი მომავალის პერსპექტივებს.
ზვიად გოგუაძე, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
-„ეტალონთან“ ჩვენი სკოლები რამდენიმე წელია თანამშრომლობენ. ეს არის სანდო ურთიერთობებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. რაც შეეხება იზრუნე,გე-ს, არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც მოსწავლეების მოტივაციის ზრდისთვის მნიშვნელოვან შედეგს დადებს განათლების განვითარებაში.
ზოგადი განათლება არის ფუნდამენტური მიმართულება, რომელზეც შემდგომ დაფუძნებულია მომავალი თაობების ბედი. ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც სკოლა, მასწავლებელი და მშობელი ერთად არიან ჩართული ამ სისტემის განვითარებაში, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი. იზრუნე.გე კი სწორედ ამას უწყობს ხელს.
დალი მინდიაშვილი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- ძალიან კარგია, რომ მოგვეცა საშუალება, ის ადამიანები, რომლებიც მხარში ვუდგავართ ეტალონს და იზრუნე.გე-ს, შევკრებილიყავით და გავცნობოდით, თუ რა სიახლეები და მიღწევები ჰქონდა პროექტებს წლის განმავლობაში. IZRUNE.GE ძალიან საინტერესო პროექტია ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მშობლებისთვის. ვფიქრობ, რომ ის ბავშვები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტში, უფრო მეტ ცოდნას და ინფორმაციას შეიძენენ.
ნინო მეტრეველი, ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- ჩვენი რეგიონის მოსწავლეები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ „ეტალონის“ პროექტებში. ძალიან მომწონს, რომ სასკოლო განათლებასთან ერთად „ეტალონი“ და იზრუნე.გე არაფორმალურ განათლებასაც უწყობს ხელს. IZRUNE.GE -ზე დავამატებ, რომ ის ნამდვილად მომავლის პროექტია.
ქენან ომაროვი, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- „ეტალონსა“ და IZRUNE.GE -ს სულ სხვა, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს განათლების სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ორივე, განსაკუთრებით კი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის.
მარინა ვეფხვაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- მისასალმებელია, რომ „ეტალონში“ და IZRUNE.GE-ში მოსწავლეები და მშობლები აქტიურად არიან ჩართულები. ჩვენთან თითოეული სკოლა და მოსწავლე ცდილობს, იყოს წარჩინებული და ჩაერთონ საგანმანათლებლო აქტივობებში.
გიორგი კობახიძე, ქარელის საგანმანათლებლო რესუსრცენტრის უფროსი:
- ზოგადად ასეთი პროექტები მოსწავლეთა მოტივაციას უწყობს ხელს, ავითარებს მათ უნარებს და პრაქტიკულ მხარეს. მინდა ვთქვა, რომ მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები მაქსიმალურად არიან ჩართულები, როგორც „ეტალონში“, ასევე IZRUNE.GE -ში და საკმაოდ მოტივირებულები არიან.
ღონისძიებას ქუთაისის სახელით „ეტალონის“ დიდი ხნის მეგობარი და თანამოაზრე, ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი ესწრებოდა:
- „ეტალონი“ ნამდვილად მნიშვნელოვანი, ჭეშმარიტად ქართული პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობის ცოდნისა და სულიერი ამაღლების განვითარებას. ასევე შესანიშნავი პროექტია IZRUNE.GE, რომელიც თავის სიტყვას ხვალ იტყვის, ვინაიდან ის მოსწავლეები, რომლებიც დღეს არიან ამ პროექტში ჩართულნი, ასპარეზზე სწორედ „ხვალ“ გამოვლენ. მე ყოველთვის მივესალმები და დიდი გულშემატკივარიც ვარ „ეტალონის“. არც ერთი შეხვედრა და აქტივობა არ გამომიტოვებია, რომელიც „ეტალონმა“ განახორციელა.
იხილეთ ასევე:
„ჩემი შვილიშვილი ამერიკაში სწავლობს და იქიდან არის ჩართული izrune.ge-ში...“ დეპუტატები, დირექტორები „ეტალონის“ პროექტებს აფასებენ
პარლამენტში „ეტალონის“ პროექტების წლის შემაჯამებელი და დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...