მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მომღერალინოდიკო ტატიშვილი სანატრელი მეკვლეა – ახალ წელს ვის ოჯახშიც პირველი შევა, იმ წელს ყველას უგვარდება მნიშვნელოვანი პრობლემა. ამბობს, რომ მეკვლედ მხოლოდ იმ ოჯახებს სტუმრობს, ვინც უყვარს და მათგანაც დიდ სიყვარულს გრძნობს. დარწმუნებულია, რომ, ასეთ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, ოჯახს მეკვლემ კეთილდღეობა არ მიუტანოს.
– ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა იციან, რომ ძალიან მაგარი ფეხი მაქვს. როცა ახალ წელს ვინმეს ოჯახში შევდივარ და იქ ვინმე დასაოჯახებელია, ძალიან მალე ქორწინდება. ზოგი მდიდრდება და ახალ სახლს, ახალ მანქანას ყიდულობს. როცა ოჯახისთვის და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ყოველივე საუკეთესო გემეტება, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. მთავარი ალბათ სწორედ ეს განწყობაა. მე არასოდეს შევდივარ ისეთ ოჯახში, სადაც ჩემთვის საყვარელი ადამიანები არ არიან. ვიცი, რომ ბევრი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მეკვლეობას და აკვირდებიან, ვინ მივა მეკვლედ და როგორი წელი ექნებათ.
– ვინ გაათხოვეთ, ან გაამდიდრეთ?
– ერთ წელს მივედი ჩემს ახლო მეგობართან, რომელიც 38 წლის გახლდათ და გათხოვილი არ იყო. ის არის არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი, ულამაზესი ადამიანი წარმატებული კარიერით. როცა მათთან მეკვლედ მივედი, დედამისი მეხუმრა, მეკვლე შენ ხარ და წელსაც თუ არ გათხოვდება ჩემი შვილი, მოგამტვრევ ფეხებსო. კი გამეხუმრა, მაგრამ მაინც განვიცადე... ხომ იცით, როგორი კარგი და ლამაზიც არ უნდა იყო, ყველას თავისი დრო აქვს. დაქორწინებას ასაკი არ განსაზღვრავს, როცა შენი დრო მოვა, მაშინ ქმნი ოჯახს. მეც გავეხუმრე, თუ ვერ გათხოვდა, ფეხებს ხომ არ დაგალეწინებთ, მირჩევნია, მე მოვიყვანო ცოლად-მეთქი... ორ კვირაში გასტროლზე გავფრინდი. იქიდან რომ დავბრუნდი, მითხრა, რომ გაიცნო საოცარი ადამიანი, რომელიც ძალიან მოსწონდა. ორ თვეში შეუღლდნენ. მალევე დაფეხმძიმდა ეს გოგო და იმავე წელს, 5 ნოემბერს, ჩემს დაბადების დღეზე ბიჭიც გააჩინა! ასე გადავრჩი ფეხების დამტვრევას.
– და ყველასთვის სანატრელი მეკვლეც გახდით...
– დიახ, მერე, მთელი მისი სამეგობრო ბიჭიან–გოგოებიანად მეკვლედ მეპატიჟებოდა. ახალ წელს სულ ვმუშაობ და სახლში დილით, უთენია ვბრუნდები ხოლმე. ანუ, ყველა რომ ერთობა, მომღერლები სწორედ მაშინ ვმუშაობთ და კონცერტებს შუა, გადარბენის დროს თუ შევირბენ ახლობლებთან მეკვლედ.
ერთი ჩემი მეგობრის მეკვლე ვიყავი და მან იმ წელს სახლი იყიდა. მერე კიდევ ვიყავი მიწვეული მეკვლედ და მანქანა იყიდა. არც მომდევნო წელს დავარღვიეთ ტრადიცია და უკეთესი მანქანა იყიდა... ასე რომ, ფანტასტიკური მეკვლე ვარ!
ერთ მეგობარს დავპირდი, რომ კონცერტებს შორის ავირბენდი მასთან ღამის 4 საათზე. მანამდე ნათესავები მისულან, მაგრამ კარი არ გაუღია და ერთი საათი გარეთ ალოდინა, რომ ჯერ მე მივსულიყავი.
– თავად ვისი მეკვლეობა გაქვთ კარგად დაცდილი?
– მუდამ ჩემი მეზობელი შემოდიოდა ხოლმე მეკვლედ. მერე იმას მოუნდა, რომ მე ვყოფილიყავი მათი მეკვლე და შევცვალეთ. ვისთანაც უნდა მივიდე, მინიმუმ ფინანსურად ძლიერი წელი მაინც აქვთ გარანტირებული. რადგან ტრადიციაა, რომ ძველ წელს უნდა დავუტოვოთ ყველაფერი, რაც არ გვესიამოვნა და ახალ წელს ახალი სიხარულით შევხვდეთ, ყველას უნდა, განსაკუთრებულად დაიწყოს წელი და ალბათ მნიშვნელოვანია, ვინ შემოვა პირველი, როგორ უყვარხარ და უხარია შენი კარგი ამბები და წარმატება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაციაზე