სიახლეები
სკოლები

„ძალიან მიყვარს ქართული ლექსები“- აზერბაიჯანელი გოგონას მიერ ემოციურად წაკითხული „მუხამბაზი“
03-01-2019
-
+


იორმუღანლოს საჯარო სკოლის აზერბაიჯანელი მოსწავლეები ქართულ პოეზიას სწავლობენ და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას ყოველდღიურად სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს საჯარო სკოლის აზერბაიჯანელი მოსწავლეების მიერ ქართულ ენაზე დადგმულ სპექტაკლს ("ზეიმი სხვენში" - რეზო ინანიშვილი) , რომელსაც ამავე სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ხათუნა ჭეშურაშვილი ხელმძღვანელობდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი ვაგიბ ახმედოვი და „ეტალონის“ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ესწრებოდნენ.  

სპექტაკლზე, იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლის ნარგიზ ნასიბოვას მიერ წაკითხულმა გრიგოლ ორბელიანის ლექსმა „მუხამბაზი“ სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.   

ნარგიზ ნასიბოვა იორმუღანლოს საჯარო სკოლის X ა კლასის მოსწავლეა. მისი აზრით, ოცნება- იყოს წარმატებული, მხოლოდ მაშინ ახდება, თუ ეცოდინება ქართული ენა , ისე კარგად, როგორც იცის ეს, ნებისმიერმა ქართველმა მოქალაქემ: 

„ახლა ქართული კარგად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ქართულის კარგად ცოდნის გარეშე ჩემს ოცნებებს ვერ ავისრულებ. ჩვენ ყველამ ვიცით, რო ქართული ჩვენი მომავლისთვის გვჭირდება. ყოველ დღე ვცდილობ უკეთესად და უკეთესად ვისწავლო ქართული. სახლში მამაჩემი და ბაბუაჩემი ქართულად მელაპარაკებიან. ხშირად მე და ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრებიც ვლაპარაკობთ ქართულად. სხვანაირად რთულია, ვერ ვისწავლი. აქ სულ აზერბაიჯანელები ვცხოვრობთ. ძალიან მიყვარს ქართული ლექსები და ბევრი ლექსი ვიცი. ამ ლექსის სასწავლად, ძალიან დიდია, დაახლოებით ორი კვირა დამჭირდა“

გთავაზობთ, ნარგიზ ნასიბოვას მიერ წაკითხულ "მუხამბას", რომელიც სპექტაკლის დასრულების შემდეგ სპეციალურად etaloni.ge -სთვის ჩავწერეთ. 

 იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება