მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში ააიპ თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება იყო ჩართული.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება ყველა სკოლაში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
მე-8, მე-9, მე-10 დამე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.
თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მაია თელია აღნიშნავს, რომ ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად ჩაერთნენ:
''საგანმანათლებლო მედია პროექტ ''ეტალონმა'' საკმაოდ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის, რაც მკაფიოდ აისახა მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში დაფიქსირებული მაღალი აქტივობით. მონაწილეობა მიიღო 486-მა მოსწავლემ, რომელთაგანაც მინიმალური - 50%-იანი ბარიერი გადალახა 234-მა მაღალი ქულებით, რაც შეადგენს დაახლოებით 48%-ს. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, თუ რამდენი მათგანი მიიღებს მეორე ტურში მონაწილეობას. დიდი მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ მედია პროექტი ''ეტალონი'' გაგრძელდება შემდგომ წლებშიც, რაც ძალიან შეუწყობს ხელს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას და მათი განათლების მიღებით მოტივირებასა და საერთო ინტელექტის ამაღლებას.''
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს