მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე წლის 28 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს თანატოლებსა და პედაგოგებს.
ღონისძიებას გაუძღვნენ წამყვანები, რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაცია „საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში“.
V კლასის მოსწავლეებმა საახალწლო სპექტაკლი წარმოადგინეს. განსაკუთრებით ლამაზად იყო გაფორმებული ინტერიერის დიზაინი, რომელიც ქმნიდა საახალწლო განწყობას. მოსწავლეებმა ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. ასევე, თემატური ლექსები წაიკითხეს.
აღნიშნული ღონისძიება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, როდესაც სკოლას ესტუმრნენ სანტა და ფიფქია, რომლებმაც მოსწავლეებს გადასცეს სიგელები ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. სანტა და ფიფქიას პროგრამა იყო მოსწავლეების ასაკზე მორგებული. სანტამ და ფიფქიამ მოსწავლეები არაერთ სახალისო და გასართობ აქტივობაში ჩართეს.
სკოლის დირექციის ცნობით, საახალწლო ღონისძიება იყო შთამბეჭდავი, სადაც გამოვლინდა კიდევ ერთხელ მოსწავლეების შემოქმედობითობა და ნიჭიერება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.