მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2018 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 18 000 მასწავლებელი და 2 000 სკოლის დირექტორი გადამზადდა - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაიწყო განათლების სისტემის სრული ტრანსფორმაციის პროცესი.
2018 წელს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, საპილოტე 150-ე საჯარო სკოლაში დაიწყო „ახალი სკოლის” მოდელის დანერგვა. რეფორმის ფარგლებში ინერგება ონლაინ ჟურნალის მოდელი, რომელიც უახლოეს მომავალში კიდევ 100 სკოლაში დაინერგება.
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, გადამზადდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის 3 273 წარმომადგენელი. დამტკიცდა სახელმწიფო ენის 6 დარგობრივი მიმართულების პროგრამა და შეიქმნა 10 დარგობრივი მიმართულების სახელმძღვანელო.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა 9 პროგრამა. გაიცა 191 სტიპენდია. ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6 494 000 ლარით დაფინანსდა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აამოქმედა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები.
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი გახდა მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის წევრი და მოიპოვა ეროვნული სააგენტოს სტატუსი.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადდა 23 საგრანტო კონკურსი, რომლის საფუძველზე დაფინანსდა 354 საგრანტო პროექტი და გაიცა ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც