სიახლეები
სკოლები

თბილისის N99 საჯარო სკოლამ საახალწლო კოსტიუმირებულ კარნავალს უმასპინძლა
31-12-2018
-
+


საახალწლო წვეულებაზე, რომელსაც ორგანიზება თბილისის N99 საჯარო სკოლის თვითმმართველობამ („პარალელური კლასი“) გაუწია, სტუმრები წვეულების მთავარი მოთხოვნის შესაბამისად, საკარნავალო კოსტიუმებით ფილმის სხვადასხვა პერსონაჟს განასახიერებდნენ.

ღონისძებას სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის დირექტორი ნინო მესხიშვილი, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

თბილისის N99 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო მესხიშვილმა etaloni.ge -სთან შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის N99 სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან, რომლებიც თავად უწევენ ორგანიზებას სკოლაში მიმდინარე ღონისძიებებს:

„ჩვენს სკოლაში საახალწლო კარნავალს უკვე ტრადიციის სახე აქვს. ძალიან მეამაყება და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებულად აქტიურები არიან. ისინი თავად უწევენ ორგანიზებას სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებებს. არ იშურებენ ენერგიას იმისათვის, რომ ყოველთვის ყველაფერი საუკეთესოდ ჩატარდეს. ცხადია, სკოლა აუცილებლად უცხადებს მათ გვერდში დგომას და ვუწყობთ ფეხს, მათ სურვილებს.

დღევანდელი დღე, რომელსაც ორგანიზება სკოლის თვითმმართველობამ და ჩვენი სკოლის ხელოვნების პედაგოგმა ჯუბა ფეიქრიშვილმა გაუწია, არის ერთგვარი დაგვირგვინება ყველა იმ წარმატებული პროექტისა და ღონისძიებისა, რაც მთელი წლის განმავლობაში ჩვენს სკოლაში განხორციელდა“

თბილისის N99 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა ჯუბა ფეიქრიშვილმა მსგავსი ტიპის ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები გაგვაცნო:

„ჩვენს სკოლაში საახალწლო კარნავალი უკვე ტრადიციად იქცა, რომლის ორგანიზებასაც ჩვენი სკოლის თვითმმართველობა სკოლის დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად გეგმავს. კარნავალი ემსახურება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოფხვრას. მაგალითად როგორიც არის ბულინგის პრევენცია. ამ საკითხზე ბავშვებმა ძალიან კარგი პერფორმანსი გააკეთეს კარნავალისთვის. ეს აქტივობები მათ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.  აქ ხდება ძალიან ბევრი ნიჭის და უნარის გამოვლენა და აღმოჩენა. ხელშეწყობა და შემდეგ მათი განვითარება. ზაფხულში ვგეგმავთ ფესტივალს, რომელიც უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, ვიდრე გასულ წელს ჩატარებული ფესტივალი. ეს არის ძალიან საინტერესო იდეა, როგორ შეიძლება გააერთიანო რამდენიმე სკოლა ერთად ერთი მიზნისთვის. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სკოლებსა და ბავშვებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების სტიმულირებას“
      
კარნავალზე სტუმრობისას გვქონდა შესაძლებლობა თბილისის N99 საჯარო სკოლის დირექტორთან ნინო მესხიშვილთან გვესაუბრა გასული წლის მიღწევებზე. მან etaloni.ge -სთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2018 წელი თბილისის N99 საჯარო სკოლისთვის იყო ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო და აქტიური.

„ჩვენი სკოლისთვის გასული წელი, როგორც პედაგოგებისთვის ასევე მოსწავლეებისთვის, იყო ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო. გარე დაკვირვებებმა დიდი წარმატებით ჩაიარა და ჩვენი სკოლის რამდენიმე პედაგოგი უკვე მიიღებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.  წარმატებული იყო ასევე იმ მოსწავლეებისთვის,  რომლებიც ჩვენი სკოლის დასრულების შემდეგ 100%- იანი დაფინანსებით ჩაირიცხნენ სხვადასხვა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში.
გასულ წელს ჩატარდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, სადაც ჩვენი მოსწავლეები დიდი წარმატებით მონაწილეობდნენ. ასევე აღსანიშნავია სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბავშვებში. 
მინდა გავიხსენო ერთ-ერთი სოციალური აქტივობა, რომელსაც თავიდან- ბოლომდე მოსწავლეებმა გაუწიეს ორგანიზება. ამ ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შეაგროვეს სხვადასხვა სახის პროდუქტი, რომელიც გადაეცი სკოლის ყველაზე შეჭირვებულ 7 ოჯახს. 

აღსანიშნავია, პროექტი „ეტალონი“, რომელიც კრავს ერთგვარ სამკუთხედს - ოჯახის, ბავშვის და სკოლის თვალსაზრისით. 2014 წლიდან, რაც მე ამ სკოლის დირექტორი ვარ, სწორედ ამ იდეით მუშაობას ვცდილობ, ძალიან ხშირად იგეგმება მშობლებთან შეხვედრა, ვისმენთ მათ აზრს სხვადასხვა საკითხზე და ვითვალისწინებთ რჩევებს. ხშირად მშობლებიც, ბავშვებთან ერთად აქტიურად ერთვებიან სასკოლო ღონისძიებებში, რაც რა თქმა უნდა, დადებითად ისახება სასკოლო ცხოვრებაზე. 
სკოლამ გასულ წელს განახორციელა „სასკოლო ფესტივალი“. ეს იყო იდეა, რომელმაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა და გააერთიანა რამდენიმე მეზობელი სკოლა. აღნიშნული პროექტის განხორციელება მომავალშიც იგეგმება, რომელიც იქნება უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი“  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება