მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.
ამჯერად ''გარდაბნის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გარდაბნის N1 სკოლაში ჩატარდა.
გარდაბნის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.
ღონისძიებას ქვემო ქართლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი ჯაბა ლობჟანიძე, განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ავთანდილ ჯანხოთელი და ამავე სამსახურის წარმომადგენელი ნინო ნარიმანიძე, გარდანის N3 სკოლის დირექტორი აიათ მეჰრაბოვი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.
''გარდაბნის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს სართიჭალის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამარ პაქსაშვილი დაეუფლა.
''გარდაბნის ეტალონი მოსწავლის'' თამარ პაქსაშვილის თქით, ''ეტალონში'' მონაწილებაც კი უკვე გამარჯვებას ნიშნავს:
''არ მქონდა იმის ამბიცია, რომ 82 მონაწილეში ის ერთადერთი ადგილი მე მერგებოდა. ჩემს ცხოვრებაში ეს ერთერთი ძალიან დიდი გამარჯვებაა. ვიმედოვნებ, რომ ეს გამარჯვება იქნება საწყისი, საიდანაც გაგრძელდება ჩემი წარმატებები. სწორედ ამ პროექტმა დამიბრუნა საკუთარი თავის რწმენა - რომ უფრო დიდ წარმატებებს შემიძლია მივაღწიო. ''ეტალონში'' მონაწილეობა უკვე გამარჯვებას ნიშანავს. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ და საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ.''
ქართლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ ლევან ჟვანიამ აღნიშნა, რომ წლევანდელ ''ეტალონში'' შარშანდელთან შედარებით, სამჯერ მეტი მოსწავლე მონაწილეობდა:
''წლევანდელ ''ეტალონში'' ძალიან მაღალი აქტივობა იყო. შარშანდელთან შედარებით სამჯერ უფრო მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. გარდაბანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ მუნიციპალიტეტში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ცხოვრობენ, რადგან ძალიან მაღალი კონკურენცია იყო. ყველა ერთად ზეიმობდა გუშინდელ დღეს. ამ პროექტის მეშვეობით ნიჭიერ ახალგაზრდებს თავიანთი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობება მიეცათ.''
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ახალგაზრდული განყოფილების უფროსის, ჯაბა ლობჟანიძის თქმით, ''ეტალონი'' მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ:
''ძალიან კარგად ჩაიარა ღონისძიებამ, კმაყოფილები ვართ, შედეგიანი დღე იყო. ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი ინტელექტ-შეჯიბრია. უკვე მეორე წელია, რაც ამ პროექტთან ვთანამშრომლობთ. წელს მონაწილეების რაოდენობა გაცილებით უფრო მეტი, თითქმის გასაამმაგებული იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალგაზრდებს ეს პროექტი ძალიან მოსწონთ. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთვება.''
განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ავთანდილ ჯანხოთელი მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს:
''მეორე წელია, რაც ''ეტალონთან'' ვთანამშრომლობთ. შარშაშანდელთან შედარებით მონაწილეთა რაოდენობა სამჯერ იყო გაზრდილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროექტმა ძალიან დიდი დაინტერსება გამოიწვია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეაშელაშვილს, ადგილობრივი რესურსენტრის წარმომადგენლებს, ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ.''
განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ნარიმანიძემ აღნიშნა, რომ ბევრ ბავშვს ჰქონდა კარგი შედეგი:
''ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა. ბევრ ბავშვს ჰქონდა კარგი შედეგი. გარდაბანი მრავალეროვანი მუნიციპალიტეტია და ჩვენთვის ყველაზე სასიხარულოა, რომ სამეულში გავიდა აზერბაიჯანელი ბავშვი, რომელსაც გამარჯვებულზე 2 ქულით ნაკლები ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მაღალი შედეგები იქნება.''
რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძის თქმით, ''ეტალონის'' მიმართ მოსწავლეებში ძალიან მაღალი ინტერესია:
''მოსწავლეები ძალიან მოტივირებული იყვნენ. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი იყო. ''ეტალონის'' მიმართ მოსწავლეებში ძალიან მაღლი ინტერესია, ძალიან მოსწონთ. სწორედ ამიტომ, შარშანდელთან შედარებით წელს თითქმის სამჯერ უფრო მეტი მონაწილე იყო.''
''გარდაბნის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი თამარ პაქსაშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.
''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო
HOUR OF CODE 2024-ის ფინალური რაუნდი-საინტერესო ალგორითმული ორთაბრძოლა. 2024 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა