მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2018 წელს სეიდგვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას საჯარო სკოლაში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა.
„საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით ღირსშესანიშნავი 2018 წელი მიიწურა.
„სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ორი პროექტი: „მაგიდის ჩოგბურთი სკოლაში“ და „მწვანე რეაქცია“. პროექტის „მაგიდის ჩოგბურთი სკოლაში“ ფარგლებში სკოლამ შეიძინა ჩოგბურთის მაგიდა, პრიზები და სხვა სპორტული ინვენტარი. სამი თვის განმავლობაში სპორტის მასწავლებელი თემურ გვარიშვილი მოსწავლეებს მაგიდის ჩოგბურთის თამაშს ასწავლიდა.14-20 დეკემბერს ჩატარდა სკოლის პირველობა აღნიშნულ სახეობაში. პირველი ადგილი გოგონებს შორის დაიკავა მეცხრე კლასის მოსწავლე ლოლა ქარცივაძემ, ხოლო ვაჟებს შორის ამავე კლასის მოსწავლე ლუკა ბერიძემ.
პროექტის „მწვანე რეაქცია“ ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს სოფელ ხალის ტურისტული პოტენციალი, დაადგინეს ახალი ტურისტული მარშრუტები, სკოლის ეზოში დარგეს წიწვოვანი მცენარეები.
აღსანიშნავია კლუბების მუშაობა. სკოლაში მუშაობს სამოქალაქო კლუბი „იმედი“ და კლუბი „გარემოს მცველები“. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით მოეწყო აღნიშნული კლუბების მოსწავლეთა შეხვედრა ექიმ-ნარკოლოგ ლია ჯინჭარაძესთან. კლუბ „იმედის“ ორგანიზებით ჩატარდა „მხიარული სტარტები“ მე-7,8,9,10,11 კლასების მოსწავლეებისათვის; გაიმარჯვა მეშვიდე და მეათე კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა. გამარჯვებული მოსწავლეები ბურთებით დასაჩუქრდნენ. კლუბი „იმედის“ მიერ განხორციელდა ასევე პროექტები: „არა ძალადობას“, „არა ნარკომანიას“.
კლუბ „გარემოს მცველების“ მიერ განხორციელდა პროექტი „შავი ზღვის კვირეული“, „ტურისტულ-სპორტული აქტივობები მტირალას ეროვნულ პარკში“, სოფელ ხალას დასუფთავება.
2018 წლის მიწურულს ჩატარდა სოფელ ხალას საჯარო სკოლის პირველობა 100 მ და 2000 მ მანზილზეგეზრბენში. სკოლის პირველობა 2000 მ მანზილზეგეზრბენში მოიგო მეცხრე კლასის მოსწავლე მალხაზ კონცელიძემ, მეორე ადგილს დასჯერდა ჯანრი იმნაძე; ხოლო 100 მ მანძილზე თავის ასაკობრივ ჯგუფებში გაიმარჯვეს ნანა ჯორბენაძემ, ლიზი კონცელიძემ, ლოლა ქარცივაძემ_გოგონებს შორის, ენრიკე დავითაძემ, ნიკა კალანდიამ და ლუკა ბერიძემ_ვაჟებს შორის. გამარჯვებულები სპორტული თასებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მნიშვნელოვანი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშწყობის მიზნით სკოლაში ტრენინგის ,,ბუნებრივი კატასტროფების მართვა ინკლუზიური განათლების პრინციპებით" ჩატარება (ტრენერი ნანა ვარდმანიძე).
ხალას საჯარო სკოლა მზადაა ახალი გამოწვევებისათვის“,-ნათქვამია სოფელ ხალას საჯარო სკოლის დირექტორის, ლეილა ლორთქიფანიძის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.