სიახლეები
სიახლეები

მასტერკლასი მასწავლებლებისთვის!
13-02-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მუზეუმმა მასწავლებლებს უმასპინძლა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ისტორიის პედაგოგებს მასტერკლასი თემაზე: „სამუზეუმო ექსპონატების გამოყენება მოსწავლეთა კვლევითი უნარჩვევების განვითარებისათვის” ჩაუტარდათ.

მასწავლებლებმა დაათვალიერეს ვაჟა-ფშაველას იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, გაეცნენ ვაჟას ცხოვრებისა და შემოქმედების ბევრ უცნობ ფაქტს, მწერლის პირადი ნივთების კოლექციას და მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ ილუსტრაციებს.

მუზეუმის წარმომადგენელმა ია ღადუამ, რომელიც ამავდროულად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია კოლეგებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ იყენებს მუზეუმში არსებულ რესურსებს სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის. 

მათი გამოყენება ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს მასწავლებლებს, საინტერესო გახადონ სწავლება და ხელი შეუწყონ მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების, შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება