მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების“ შესახებ ბრძანება დამტკიცდა.
ბრძანება ვრცელდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებზე, რომელებმაც 2018 წლის 29 ივნისამდე გაიარეს მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები და რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სერტიფიკატები 2018 წლის 29 ივნისამდე გადაეცათ.
მინისტრის ბრძანებით, მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს: საგანმანათლებლო დაწესებულების იმ მანდატურების ერთიანი რეესტრის შედგენა, რომლებიც ექვემდებარებიან გადამზადებას; აღნიშნული სია სამინისტროს 2019 წლის 31 იანვრამდე უნდა გადაეცეს, ამასთან, სწორედ მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს რეგიონში დასაქმებული იმ მანდატურების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და შესაბამისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც გადამზადებას გაივლიან.
ბრძანების მიხედვით, მანდატურების გადამზადება 2019 წლის 1-ლი თებერვლიდან უნდა დაიწყოს.
რაც შეეხება გადამზადების ეტაპებს, 4 წელიწადზეა გადანაწილებული და 1 300 მანდატურს შეეხება.
უფრო კონკრეტულად:
ა) 2019 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური გადამზადდება;
ბ) 2020 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური გადამზადდება;
გ) 2021 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური გადამზადდება;
დ) 2022 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 250 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური გადამზადდება.
ასევე იხილეთ: რატომ ემატება მანდატურების ნაწილს ხელფასზე 200 ლარი, ნაწილს კი 100 - მანდატურის სამსახურის განმარტება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც