მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მნიშვნელოვანია, ბავშვის ვიზუალური აღქმის უნარის განვითარებაზე მისი ადრეული ასაკიდან ვიზრუნოთ. რადგან ეს არის უნარი, რომელიც სასკოლო ასაკში, კითხვისა და წერის უნარის დაუფლებისთვის მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს.
ქვემოთ მოცემული სავარჯიშოები განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და მათი ვიზუალური აღქმის - მხედველობითი ანალიზისა და სინთეზის უნარის განვითარებას ემსახურება. რაც გულისხმობს ფიგურაში ნაწილების გამოყოფას და მათ გაერთიანებას ერთ მთლიანობად.
ჩამოტვირთეთ ქვემოთ მოცემული სურათი. ბავშვთან ერთად გამოჭერით სხვადასხვა ფიგურები, თითოეული მათგანი გაჭერით შუაზე და ნაწილები აურიეთ ერთმანეთში. ამის შემდეგ, სთხოვეთ ბავშვს ფიგურის ერთი ნახევრის მიხედვით, იპოვოს მისი შესაბამისი მეორე ნახევარი. ბავშვმა უნდა შეაერთოს ნაწილები, ისე, რომ გამოვიდეს მთლიანი ფიგურა.
თუკი ბავშვი ადვილად ართმევს თავს აღნიშნულ დავალებას, შეგიძლიათ გაართულოთ იგი- სთხოვეთ ბავშვს ამჯერად არა გამოჭრილი, არამედ ფურცელზე მოცემული ფიგურის შესაბამისი ნაწილები დააკავშიროს ერთმანეთთან ხაზებით.
ქვემოთ მოცემულ ნახატებზე მოცემულია სხვადასხვა ფიგურები და მათი შესაბამისი ჩრდილები. სავარჯიშოს ეს ნაწილი, შედარებით რთულია. აჩვენეთ ბავშვს ნახატები და სთხოვეთ იპოვოს თითოეული ფიგურის შესაბამისი ჩრდილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.