მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბევრის აზრით, ამ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ, ან განსაკუთრებული საჭიროებები. მაგრამ მათ შექმნეს თავიანთი განუმეორებელი ისტორიები...
აი, ზოგიერთი მათგანი:
ალბერტ აინშტაინი
უდიდესი მათემატიკოსი და ფიზიკოსი 3 წლამდე არ ლაპარაკობდა. გაჭირვებით ისწავლა სკოლაში წერა, უჭირდა მათემატიკის სწავლა.
თომას ედისონი
ადამიანი, რომელსაც 1000-ზე მეტი გამოგონება ეკუთვნის, ბავშვობაში განუვითარებლად მიაჩნდათ, რადგან 12 წლამდე ვერ კითხულობდა. დაყრუვდა მას შემდეგ, რაც ყურში სათამაშოებს იტენიდა. მან გამოიგონა ფონოგრაფი, ტელეგრაფი, ელექტრონული ნათურა.
სხვათა შორის, ნათურის გამოგონებას 10000-ზე მეტი ცდა დასჭირდა. ედისონისთვის ეს 10 ათასი შეცდომა კი არა, 10 ათასი გამოცდილება და შესაძლებლობა იყო, რომელიც მიზანთან აახლოებდა.
ფრანკლინ დელანო რუზველტი
ის პოლიომიელიტით იყო დაავადებული (რამაც ფეხების პარალიზება გამოიწვია), მაგრამ ჯერ ნიუ-იორკის მმართველი გახდა, მერე - აშშ-ის პრეზიდენტი, თანაც 4 ვადით.
სარა ბერნარი
ფრანგი მსახიობი მუხლის სერიოზული დაზიანებით. ფეხი მოკვეთეს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე იღებდნენ ფილმებში და დიდ, განუმეორებელ მსახიობად ასახელებდენ.
სტივენ ჰოკინგი
აინშტაინის მერე სიდიდით მეორე მეცნიერია მეოცე საუკუნეში. სრულიად პარალიზებულია, სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა კომპიუტერით, რომელიც მის სიტყვებს ახმოვანებს. კოსმოსშიც იყო, ფილმებში, სერიალებში და სამეცნიერო პროგრამებშიც მონაწილეობს.
სუდჰა ჩანდრანი
ინდოელი მოცეკვავე და მსახიობი. ადამიანი ვერც მიხვდება, რომ ამ ულამაზეს ქალს ფეხი არა აქვს. ავტოკატასტროფის შედეგად მოკვეთეს. ამის მიუხედავად, განაგრძობს ფილმებში გადაღებას, მონაწილეობს საცეკვაო შოუებში.
ვინსენტ ვან გოგი
მენტალური, ფსიქიკური დაავადებების მიუხედავად, მსოფლიოს უდიდესი მხატვარია, 2000-მდე ნამუშევრის ავტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა