სიახლეები
სიახლეები

სკოლებში კოდირების (პროგრამირების) კლუბების დანერგვა მიმდინარეობს
14-02-2017
-
+


საქართველოს 10 საპილოტე სკოლაში, კოდირების (პროგრამირების) კლუბების დანერგვის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს. 

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კომპანია Microsoft და საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia.   

პროექტის ფარგლებში შერჩეულ სკოლებში, კვირაში მინიმუმ ერთხელ ჩატარდება 1 საათიანი კლასგარეშე აქტივობები. საპილოტე კლუბებში მონაწილეობას მიიღებენ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. პროგრამის ხანგრძლივობა არის 16 -18 საათი (ერთი სემესტრი).  

აღნიშნულ თემაზე Etaloni.ge პროექტის მენეჯერს ლალი კალანდაძეს გაესაუბრა. მისი თქმით, ''თავისუფალი გაკვეთილების'' პროექტის ფარგლებში დაიწყო სხვადასხვა წრეებისა და კლუბების ჩამოყალიბება: 

''თავისუფალი გაკვეთილების'' პროექტის ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა წრეებისა და კლუბების ჩამოყალიბება. ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე რამდენიმე სკოლაა, სადაც ყალიბდება მსგავსი კლუბები და მიმდინარეობს მეცადინეობები. რამდენიმე მასწავლებელმა გაიარა ტრენინგი. ისინი მე-7 და მე-8 კლასის ბავშვებისთვის ჩამოაყალიბებენ კლუბებს და ჩაატარებენ მეცადინეობებს. წესით ყველაფერი 1-ლი მარტიდან დაიწყება, ''თავისუფალი გაკვეთილების'' ფარგლებში. ახლა არის სატესტო რეჟიმი, ტარდება ტრენინგები, კომლექტდება ჯგუფები, ხდება მოსწავლეების გამოკითხვა და ზოგადი დონის შემოწმება.'' 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება