მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებში 15 იანვარს, უცნობია. როგორც განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, ისინი რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდებიან.
„ვერ გეტყვით, ჯანდაცვის სამინისტროდან უნდა მოვიდეს რეკომენდაცია გადავდოთ თუ არა სასწავლო პროცესი. მთლიანად მათზე ვართ დამოკიდებულნი, ჩვენთვის უმჯობესია გადაიდოს“, - განაცხადეს უწყებაში.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებით, სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ 15 იანვარს დაიწყება, როგორც განსაზღვრული იყო.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ამ კვირაში მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად მიიღებენ.
„ლაბორატორიულად ამ დროისთვის დადასტურებულია 162 შემთხვევა. დღეისთვის, 10 გარდაცვლილია. დავაკვირდებით ამ კვირაში ავადობის დინამიკას და ამის მიხედვით შემდგომ ჯანმრთელობის და განათლების სამინისტროები მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რეკომენდაციებთან დაკავშირებით Etaloni.ge გთავაზობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ვიდეომიმრათვას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც