მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 2019 წლის დასაწყისში - იანვარი, თებერვალი, მარტი – დედამიწა დაძაბული ენერგოველის პირობებში აღმოჩნდება.
„7-29 იანვრის შუალედში კი კოსმოპლანეტური ნეგატიური ენერგიები ხელს შეუწყობს დაძაბული სიტუაციების წარმოქმნას, ჯანმრთელობის გაუარესებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების სიკვდილიანობას“,-ამობობს ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ამ პერიოდში ბევრ ადამიანს მოუნდება გეგმის შეცვლა, მათ შორის არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო.
„ამ პერიოდში, მაღალია ტექნოლოგიური და ეკოლოგიური კატასტროფების ალბათობა, ტრავმებისა და ავარიების მომატება, კრიმინოგენური სიტუაციის გაზრდა და გაუარესება.
ამ მხრივ ყველაზე სახიფათო პერიოდია 8-11 და 14-25 იანვარი, შემდგომ, 20 თებერვლიდან დაიწყება შედარებით ჰარმონიული პერიოდი, როცა შესაძლებელი გახდება კავშირების აღდგენა, ურთიერთობების გამოსწორება.
5-17 მარტის შუალედი განსაკუთრებით პოზიტიური და კარგია, როცა შესაძლებელია გეგმების რეალიზება. აპრილი, მაისი, ივნისი – ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება და ნეგატიურ დაღს დაასვამს ადამიანის კარიერასა და ბედ-იღბალს.
2-17 აპრილის შუალედი კოსმიური გამოცდების დროა. ამ პერიოდში დიპლომატიას უნდა დაეყრდნოთ. 25 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით კი მეტად დაძაბული დროა – მოიმატებს კატასტროფების, ტექნიკური ავარიების შემთხვევები. არასტაბილური იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური ფონი და ამ სფეროებშიც კონფლიქტური სიტუაციები იმატებს. ეს დრო ნეგატიურ დაღს დაასვამს პარტნიორულ და საოჯახო ურთიერთობებს, მსოფლიოში კი, სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტები იმატებს.
ზოგადად, სერიოზული კოსმიური „ჭექა ქუხილი“ წელს 5-29 ივნისის პერიოდშია მოსალოდნელი. მნიშვნელოვანი საკითხებისა და საქმეების გადასწყვეტად კი ყველაზე სასიკეთო დრო 10-30 მაისის შუალედი იქნება. ამ წლის განმავლობაში ყველაზე ცვალებადი დრო ივნისია, როცა რთული პერიოდის გავლა მოგვიწევს. მოსალოდნელია კონფლიქტების გაღრმავება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
20-29 ივნისის პერიოდში, შესაძლოა არაერთი ფირმა და ორგანიზაცია აღმოჩნდეს ფინანსურად კრიზისულ მდგომარეობაში. ივლისი-აგვისტო-სექტემბერი – დედამიწის გეომანტია და ენერგოველი 17 ივლისამდე ნეგატიურ და დაძაბულ მდგომარეობაში იქნება. თეთრი და შავი კოსმიური ძალების ჭიდილი ბევრ ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციებს გამოიწვევს, ამას მოჰყვება ლიდერების გადაყენება, ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურებში და ხელმძღვანელობის შეცვლა, მათ შორის საქართველოშიც. აუცილებელი გახდება ცვლილებების შეტანა მთელ რიგ საკითხებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოიმატებს ავარიების, კატასტროფების, საკონფლიქტო სიტუაციების, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია. 18 ივლისის შემდგომ კი, სიტუაცია ოდნავ შემსუბუქდება და აგვისტოს თვე, პრობლემების გარეშე ჩაივლის.
შემდეგი რთული და დისჰარმონიული პერიოდი 9 სექტემბრიდან იწყება. ამ დროს დაიძაბება სიტუაცია მთელ რიგ ქვეყნებს შორის. ეკონომიკური თვალსაზრისითაც რთული დროა. სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ნუ ჩადებთ ინვესტიციას და ნუ დასახავთ სტრატეგიულ გეგმებს როგორც პოლიტიკურ სფეროში, ისე პირად ბიზნესში. მოხდება ძველი პატნიორული ურთიერთობების გადახედვა ამ მიმართულებით ეს საკმაოდ რთული პერიოდია. ამ პერიოდში, გაიზრდება კრიმინალური სიტუაციები. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი – 11 ოქტომბრამდე პერიოდი, საკმაოდ მძიმეა. კოსმოსი მოუწყობს გამოცდებს სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესპარტნიორებს. გაჭირდება დიპლომატიური ურთიერთობები სახელმწიფო დონეზე. ეს ტენდენცია, ფაქტობრივად, ოქტომბრის ბოლომდე შენარჩუნდება.
ამ მხრივ, ყველაზე რთული პერიოდი იქნება 21-დან 31 ოქტომბრამდე, როცა მოსალოდნელია მიწისძვრები, ქარიშხლები და წყალდიდობები. ამ კატაკლიზმებს ჩვენი ქვეყანა, შედარებით მშვიდად გადაიტანს, მაგრამ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა საკმაოდ დაზარალდება. 25 ნოემბრის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდება. ასე რომ, წინ არც თუ ისე მშვიდად გასავლელი წელი გველის და ამიტომ, უნდა გამოიჩინოთ მეტი ყურადღება, სიფრთხილე და წინდახედულად იმოქმედოთ. ზოგადად, ტახის, იგივე ღორის წელიწადი, სასიკეთოა ძველი კავშირების აღსადგენად და ახლის დასამყარებლად. ადამიანები ნაკლებად იფიქრებენ ხვალინდელ დღეზე და მეტად დააფასებენ იმას, რაც კონკრეტულ მომენტში აქვთ. თუ 2018 წელს ბევრი იყო დაკავებული სულიერების ძებნით და შავის თეთრისგან გარჩევით, 2019 წელს რეალობას დაუახლოვდება და საღად აზროვნებას დაიწყებს. კარგი წელიწადია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და ბიზნესის გასაფართოებლად“,-ამბობს ცაგარელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც