მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული 6 490 აღსაზრდელიდან დღეს მხოლოდ 249 ბავშვი გამოცხადდა.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის თქმით, ეს შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებისა და მომატებული ვირუსების გამო.
რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 15 იანვრამდე რუსთავის ბაგა-ბაღებში გამოცხადებულია თავისუფალი დასწრება.
„ასევე, თავისუფალი დასწრების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 7 საპატიო გაცდენის უფლებით. იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე“,-ნათქვამია განცხადებაში.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, კარანტინია გამოცხადებული.
რაც შეეხება თბილისის საბავშვო ბაღებს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებით, სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ 15 იანვარს დაიწყება, როგორც განსაზღვრული იყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისივე თქმით, ამ კვირის განმავლობაში მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად მიიღებენ გადაიდება თუ არა სკოლებში სწავლის დაწყება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც