მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი წელი საქართველოში, წელიწადში ორჯერ - პირველ და 14 იანვარს აღინიშნება. მაშინ, როდესაც მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია, საქართველოსთან ერთად ამ ტრადიციულ დღესასწაულს კიდევ რამდენიმე ქვეყანა ზეიმობს.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის კალენდარი, მეორე კი - გრიგორიანული.
ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია შემონახულია ბელორუსიასა და უკრაინაში, სადაც 14 იანვრის წინა საღამოს „უხვს“ უწოდებენ და მარხვის შემდგომ მდიდრულ სუფრას შლიან.
სერბები მას „სერბულ ახალ წელს“ უწოდებენ. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის დღესასწაულებს კვლავ იულიუსის კალენდრით აღნიშნავს. მოსახლეობის ნაწილი ძველით ახალ წელს ისევე აღნიშნავს, როგორც პირველ იანვარს.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით, წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან უშვებენ ფოიერვერკს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ასეთივე ღონისძიებები ეწყობა სხვა ქალაქებშიც.
ახალ წელს ხვდებიან ამ დღეს საბერძნეთშიც და მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ.
რუმინეთში ამ თარიღისთვის აცხობენ ღვეზელებს სიურპრიზებით: მონეტებით, ფაიფურის ფიგურებით, ბეჭდებით.
მაკედონიაში ეს დღესასწაული „ძველი ახალი წლის“ სახელითაა ცნობილი. 13 იანვრის ღამეს, ხალხი ქუჩებში გამოდის, სადაც მეზობლები უზარმაზარ კოცონს ანთებენ, შემდეგ კი ერთად ჭამენ და სვამენ.
ძველით ახალ წელს ასევე აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მაკედონელები, ძირითადად ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
შვეიცარიის ზოგიერთ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას. ამას გარდა, ახალ წელს ძველი სტილით აღნიშნავენ უელსში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.