მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორც აღმოჩნდა, ბავშვები ყველა ენას ერთნაირად მარტივად არ ითვისებენ. ის ენა კი რომელიც დედას რთულად ეჩვენება, ბავშვს უმარტივდება და პირიქით.
თუ რომელ ენას მიანიჭოთ უპირატესობა, თავად ბავშვი გიკარნახებთ, უფრო ზუსტად, მისი შესაძლებლობები.
ინგლისური ენა - მარტივად უმკლავდება თითქმის ყველა ბავშვი - იგი ირითმება და შედარებით მარტივი გამოსათქმელია. განსაკუთრებით მარტივად ითვისებენ ბავშვები რომლებსაც, ლექსებს ზეპირად სწრაფად სწავლობენ და მოგონილი ისტორიების მოყოლას აღმერთებენ.
ფრანგული ენა - რეკომენდირებულია რომანტიკული ბავშვებისთვის. მათ მოსწონთ ლექსების კითხვა, საათობით პეიზაჟებისა და პორტრეტების ხატვა. ასეთი ბავშვები საუბრობენ რბილად და ნელა.
გერმანული - გაუმარტივდება ინტროვერტ და ფლეგმატიკ ახალგაზრდა მკვლევარს, რომელსაც უყვარს ქიმიური და ფიზიკური ცდები და აღმერთებს ბუნებას. აღსანიშნავია, რომ ისეთი ნიუანსი, როგორც ასობგერა „რ“ გამოუთქმელობაა ახალგაზრდა პოლიგლოტს შესაძლოა გამოადგეს.
ესპანური ენა - ემოციური ბავშვის არჩევანია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ესპანურის სწავლის დროს ბავშვის მშობლიურ ენაზე მეტყველების ხარვეზებს გაასწორებს.
იტალიური - იტალიური ძალიან მელოდიური ენაა და მარტივად ითვისებენ ემოციური და საუბრის მოყვარული ბავშვები, რომლებსაც სიმღერა უყვარს.
აღმოსავლური ენები (იაპონური, ჩინური, თურქული) - მათი სწავლა ბავშვებს გარდატეხის ასაკში უმარტივდებათ, რადგან მნიშვნელოვანია ამ ენების სიტყვებისა და წინადადების აგებულების გაგება. ახალგაზრდა პოლიგლოტის წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია - კარგი ფონემატური სმენა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა