მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაცია გაითვალისწინა და სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე შეწყვიტა.
როგორც განათლების სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, უწყების რეკომენდაციაა, ვირუსების გავრცელების რისკი თავიდან აირიდონ, თუმცა, სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად უმაღლეს სასწავლებლებზეა დამოკიდებული.
„უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ ავტონომია და სამინისტრო მათ სასწავლო პროცესში არ ერევა. სამინისტრო გაცემს რეკომენდაციას, თუმცა, სასწავლო პროცესს ვერ შეწყვეტს. როგორც მინისტრმა თქვა, იგი რეკომენდაციას გასცემს, რომ მაქსიმალურად ყველა სასწავლებელში აირიდონ ვირუსის გავრცელების რისკი“, - განაცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი დაწესებულებების უმეტესობამ სასწავლო პროცესი 2019 წლის 7 იანვარს განაახლა, ხოლო 15 იანვრიდან საგამოცდო პერიოდი იწყება. სამინისტროს რეკომენდაციის შემდეგ უმაღლესების ნაწილმა სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე შეაჩერა.
etaloni.ge-ს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შეჩერდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში; ასევე, სასწავლო პროცესი 11 იანვრიდან შეწყდება გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და 21 იანვრამდე დასვენების პერიოდი გამოცხადდება.
როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გვაცნობეს, სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო პროცესი თსუ-შიც 21 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისად, თსუ-ში შეიცვალა საგამოცდო პერიოდები და სააუდიტორიო მეცადინეობები.
სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, რის გამოც სსუ-ში შეიცვალა საგამოცდო ცხრილები, რომელსაც უნივერსიტეტი საკუთარ ვებ-გვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნებს.
რაც შეეხება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამინისტროს გადაწვეტილება მათზეც არ აისახება. პროფესიული სასწავლებლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის შეწყვეტა/გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, მათი უმეტესობა სწავლას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე სკოლებში და საბავშვო ბაღებშიც შეჩერდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა